"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 182 /
გიორგი დემეტრაძეს ვეთანხმები! მიშას რეჟიმის დროს. რო საშინელებები ხდებოდა, რა ახალი ამბავია თუ ეხლა გაიგეთ? პირველი მაგათი მთავრობაში მოსვლა "აღნიშნეს" გლდანის ეკლესიის დარბევით, იმ დროს იქ ვიყავით მეგობრები და გავგიჟდით ისეთ რამეს აკეთებდნენ ეს უწმინდურები. ნუ მერე გაუტკბათ ხელისუფლებაში ყოფნა და მიდიიი, დაიწყო და რა დაიწყო გადარეულმა: ბიზმესმენების დაშინება და მათი ქონების წართმევა, ხალხის დარბევა და ქუჩაში დახვრეტა, გლდანის ციხეში არნახული წამების ფაქტები, რომლებსაც უამრავი პატიმარი შეეწირა. ბინებიდან ხალხის გამოყრა (სასტუმრო ივერიის წინ მაღლივი კორპუსიდან გამოყრა) და რავიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო? და დავიჯერო ეს ყოველივე ამ გიჟის თანხმობის გარეშე კეთდებოდა? ეხლა რო მოაქვს თავი "უდანაშაულოდ"? ამ მთავრობას ვამტყუნებ ერთ რამეში, რო მოსვლისთანავე ეს დამნაშავე ნაცმოძრაობა არ გაუუქმა და დღემდე დაგვიტოვა შავ ჭირად!
ქარტველი.
30 იანვარი 2024 15:38
47
90 იანებში დამოუკიდებლობის შემდეგ შეიქმნა კადრების სიმცირე ეკლესიაში რადგა ესესერი ათეისტური სახელმწიფო იყო და დაიწყეს ყველანაირი ხალხის მიღება ეკლესიაში მამაოებად .ზოგი ავხორცია და ზოგი მეტ..კე და სუსს აღრიცხვაზე ყავს . Რწმენას თვითონ ეკლესიის წარმონადგენლები არყევენ .
ქართველისგან! -Ს
30 იანვარი 2024 17:07
5
შენ ნაღდად იეღოვას მოწმე იქნები, იმიტომაც აგეწვა კუჭი. გასაგებია შენნაირი ათეისტები, რო ვერ იტანთ ეკლესიას, ტაძარს და პატრიარქს! ღმერთმა უფრო სწორად, ეშმაკმა მშვიდობაში მოგახმაროს მიშაც და მისი მკვლელი დოსტებიც, გიგა ბოკერიას თამადობით, რომელიც ხელმზღვანელობდა ამ ეკლესიის დარბევას.
ქართველისგან!
30 იანვარი 2024 16:50
14
ყველა გამოხმაურება
გინდ ლიბერალების მხრიდან მიუდექით გინდ ანტილიბერალების მხრიდან სააკაშვილს გადაცდომები კი არ ქონდა და დაამყარა ტრუხილიოსებრი შემდგარი დიქტატურა რა არ იყო ასე? უბრალო ლავაშის მცხობელით დაწყებული ღვაწლმოსილი პროფესორით დამთავრებული ყველას ეშინოდა საქართველოს ქუჩებში შეღამებისას გადაადგილება და არა იმიტო რომ მას ვინმე შარახვეტია არამზადა გაძარცვავდა არამედ საკუთარი პოლიციის რომელსაც ძალიან ბანალური მიზეზით შეიძლება დაეკავებინე განყოფილებაში სიკვდილამდე ეცემე და შემდეგ "შეთითხნილი" ბრალდებით თვალისაუხამხამებლად გაეშვი ციხეში. ეს ახასიათებს რეპრესიული დიქტატის მქონე რეჟიმებს. რომლებიც ატერორებენ საკუთარ მოსახლეობას და ვის რაში ჭირდება ისეთი ეკონომიკური ზრდა (ჯერ ისიც ძალიან მიზერული იყო) როცა აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანს თავისუფლად გადაადგილების შიშით გაცხოვრებდა სახელმწიფო. და რა საკვირველია მიშა ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი დ მოქადაგე იყო. ნუ ეხა დემეტრაძეც რომ მამა აბრამის ბატკანი არ იყო ეს თბილისში ბევრმა იცოდა მაგრამ ის კრიმინალი და მოძალადე არანაირად არ იყო. მაშინ კი სრულებით არ იყო საჭირო კრიმინალი ყოფილიყავი რომ ერთ მშვენიერ დღეს ციხის კლეტკებში ამოგეყო თავი და იქ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა შენთავზე გეწვნია. გამორიცხულია ბუნებაში არ არსებობს ასეთი რეკორდი და არანაირად არ შეიძლება 4 მილიონიან ქვეყანას 40 000 პატიმარი ყავდეს ანუ რა გამოდის ქვეყნის ყოველი მეათე ადამიანი კრიმინალია ? ეს თუ ასეა ეს კატასტროფაა მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რომ ეს ჭეშმარიტება არ იყო და ესეთი საზარელი/საგანგაშო სტატისტიკა რომელსაც ვერსად გაექცევა მიშა მისი ბრძანების ბრალია იყო ნულოვანი ტოლერანტობა არანაირი პირობითი სასჯელი ყველანი ციხეშიო რომ დასჭექა. და საწყალ პურის და ძეხვის ქურდს და ბანკის მძარცველს რო ერთნაირ სასჯელს უსჯიდნენ. თან "ყურით მოთრეული თემებით" მინიმუმ 12 000 ადამიანი იხდიდა სასჯელს რომლებსაც კრიმინალთან ბუნებაში არ ქონიათ შეხება არამედ ისინი პირდაპირ თუ ირიბად "თვალში" მოხვდა მაშინდელ მთავრობას და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომაც "დაიმსახურეს" მათ სასჯელი.
Helados
30 იანვარი 2024 15:37
17
ეს რა მათემატიკაა? ყოველი მეათე კი არა, ყოველი მეასე.
მუსხელიშვილი
30 იანვარი 2024 20:40
0
ბევრი რამე, სამწუხარო სიმართლეა,
მაგრამ
აი, ღამე სიარულთან "ვერაა" სიმართლე: პოლიციასთან დაკავშირებით და ა.შ. "კაკ რაზ" ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა სააკაშვილის დროს ...
არა და
30 იანვარი 2024 16:02
5
ეს მოძველბიჭო არარაობა ....
ვაჟა
30 იანვარი 2024 15:34
20
აფსუს? რა სახელს აფუჭებ?!
ვაჟას
30 იანვარი 2024 16:15
10
ესეც პუტინისტი ყოფილა!!!
სოსო
30 იანვარი 2024 15:30
18
შენ რომ ხელზე მაზავშიკი იყავი და ქვეყანა ახალგაზრდებს ცხოვრება გაუმრუდე, მაგაზე რას იტყვი შე ნაძირალავ, ვისაა აჩოტებს რომ აბარებ, შე გნიდა.
ბმბ
30 იანვარი 2024 15:19
19
Товарищ Георгий Путинович Деметров!
!
30 იანვარი 2024 15:09
27
ნეტა რას ეჭორავებით ამ ოკუპანტებს ნამუსი სულ დაკარგეთ???ან თქვე კაი ხალხო ერთხელ მაინც ახსენეთ ოკუპაცია,შეახსენეთ რუსებს რამდენი დაუშავეს საქართველოს!!!რომელიმე რუსი გინახიათ ქართულ მედიასთან პუტინი გაელანძღა??!!მართლა რამ დაგაბეჩავათ და შეგაყვარათ ასე რუსები??!!
სამაჩაბლო
30 იანვარი 2024 15:00
22
დემეტრაძე სასწრაფოდ პარლამენტში ან რომელიმე სამინისტროში (სულერთია რომელში) მინისტრის მოადგილედ მაინც!
ქოციკო
30 იანვარი 2024 14:57
22
"ზვიადა გიჟი იყო" სერიიდანაა!

კაციშვილი არ შემხვედრია მამაჩემის გარდა ვისაც უთქვია, რომ დავაშავე და იმიტომ ვიჯექი ციხეშიო :)
niko
30 იანვარი 2024 14:48
19
ქოცებს ანუ პრორუსებს და რუსებს ნამდვილად გძულთ სააკაშვილი))) რუსულ გამომცემლობას გულის მოსაგებად რეებს უყვება ეს არაქართველი)))
Nikooo
30 იანვარი 2024 14:48
45
ცოცხების გამკეთებლები მიგაჩნია ქართველებად? რამ გადაგიბრუნათ ეგ ტვინები!
888888888888
30 იანვარი 2024 15:28
34
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული