"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 182 /
ნებისმიერი სიტუაციაში გასარკვევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაინახო მ თ ა ვ ა რ ი და ამ შემთხვევაში (თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გვაქვს) ეს არის ის, რომ:

1. 10-12 წელიწადია ქვეყანა ქართველებისაგან ი ც ლ ე ბ ა და მათ ადგილს რა ჯურის ხალხი აღარ იკავებს!
2. რაღაც 20-25 წელიწადში ქართველები უმცირესობაში აღვმოჩნდებით და ...
3. დაბოლოს, ბოლო 100 წლის ჩვენში მანძილზე რაც ხდებოდა, ხდება და მოხდება, აიხსნება საქმეში ფრიად გარკვეული ადამიანის - ბერიას ერთ-ერთი მოადგილის, შინსახკომის გენერლის სერგო დავლიანიძის ნათქვამი-დანაბარებით მომავალი თაობებისათვის!
zura222 - იანების "კოჰორტას"
31 იანვარი 2024 20:50
4
მეცოცხეთა პარტია! თქვენს თავზეც გავიარეთ!
ფუებს!
31 იანვარი 2024 17:44
27
ცოცხები მოიკითხე თქვენი, ქოცების პარტიულ გმირ ბედუკაძესთან.
კაი ერთი
01 თებერვალი 2024 01:57
3
ბედუკაძეს არავინ უწამებია და შენმა "კოლექტიურმა მეგის ქარდავებმა, მიშას თამადობით" კი უამრავი პატიმარი აწამა!
ნაც,მეცოცხე "კაი ერთის"-ს
01 თებერვალი 2024 12:59
6
10000%
Ბიზანტიოლოგ-ს
30 იანვარი 2024 19:19
9
დემეტრ(აძ)ე თავდადებული
გოჩა
30 იანვარი 2024 16:40
11
წავიკითხე ეს ინტერვიუ "ორიგინალში" და აქედან გამომდინარე ჩემი აზრი(თ):
1. საერთო ჯამში, ჩვეულებრივი, ნორმსლური ონტერვიუა ;
2. გიორგის ციხეში გაშვება და თანაც და მით უფრო, ამხელა "სროკზე", არ იყო სწორი და ვინც ამ საქმეში ურევია, ძალიან არაადამინურად მოიქცა !
3. და ბოლოს,,რაც არ მომეწონა და არ მესმის, როცა ქართველისგან მოდის რუსეთის აგრესიასა და ომზე უკრაინაში: "Не должно такого быть между славянами" - აი, ეს სიტყვები, სულ ცოტა, უადგილოა.
ამ ე.წ.ლოგიკით, გამოდის :
если не славяне, а на пример грузины "ничего", т.е. с грузией, можно ?!
არ ვარგა !
------
თავისუფლება და წარმატებები ყველას !
არა და
30 იანვარი 2024 15:53
6
მერე იტყვით სპორტი პოლიტიკა არააო.
T.b
04 თებერვალი 2024 22:08
2
დემეტრაძე ჭკვიანი, ბანოვანი და ჯანმრთელია!
Gio
30 იანვარი 2024 16:12
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული