"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!
ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!
მაშინ ყველა მისი
ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.
რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.
ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.
შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.
ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.
მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
ციხეში უნდა მჯდარიყავი შენ ყუმარბაზობიზა და თამაშების ჩაწყობიზა!
2005ში იანვარში რომ გამოურთო რუსეთმა გაზი საქართველოს, ტვინი მაშინ მიგეყინა?
1. საერთო ჯამში, ჩვეულებრივი, ნორმსლური ონტერვიუა ;
2. გიორგის ციხეში გაშვება და თანაც და მით უფრო, ამხელა "სროკზე", არ იყო სწორი და ვინც ამ საქმეში ურევია, ძალიან არაადამინურად მოიქცა !
3. და ბოლოს,,რაც არ მომეწონა და არ მესმის, როცა ქართველისგან მოდის რუსეთის აგრესიასა და ომზე უკრაინაში: "Не должно такого быть между славянами" - აი, ეს სიტყვები, სულ ცოტა, უადგილოა.
ამ ე.წ.ლოგიკით, გამოდის :
если не славяне, а на пример грузины "ничего", т.е. с грузией, можно ?!
არ ვარგა !
------
თავისუფლება და წარმატებები ყველას !