"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 182 /
ხო ფრთიანი ანგელოზი იყავი და ტყუილად შეგეხნებ ბებიაშენისამ, აქ არ დავწერ მაგრამ ბევრი ადამიანის ცოდვაა შენ კისერზე, და მაგ მაზავჩიკობას ბევრის სიცოცხლე შეეწირა. სამართალი რო იყოს შენ კიდე ციხეში უნდა იჯდე
Lado
31 იანვარი 2024 12:21
7
კალაძის ძმაკაცი შეუძლებელია წესიერი კაცი იყოს. დემეტრაძე საკუთარი გუნდის წაგებაზე მაზავდა ტოტოში და ეს მაშინ, როცა თვითონ უნდა ეთამაშა მეორე დღეს იმ მატჩში (მაგალითად დანიასთან, როცა 10000%-იანი მომენტი გააფუჭა თანაბარ ანგარიშზე). ასეა ეს!
ელიასი
31 იანვარი 2024 12:12
12
გავიმეორებ, სპორტულ სამყაროში მომუშავე ცნობილი ადამიანების დასკვნებს:გავრცელებული სახეობებიდან ყველაზე დაბალი ინტელექტი ფეხბურთელებს აქვთო... (პროცენტულად), საბედნიეროდ გამონაკლისებიც არსებობენ და მათ შორის დემეტრაძე ნამდვილად არ არის...
გუსანი
31 იანვარი 2024 11:24
11
გუსან შენ ხო რას ამბოფ რაა ინტელექტით სავსე ხარ
გუსან
26 ივნისი 2024 18:42
0
ეგ მაინც ყველამ იცის რომ ეგ სწორად იყო დაკავებული.
ამასაც ყვარებია ტლიკინი დიაცურად.
gzp
31 იანვარი 2024 11:24
10
უსინდისო, მოღალატე
ციმბირში უნდა დატოვო და იქ აცხოვრო,იქვე ითანამშრომლებს მედიასთან
31 იანვარი 2024 11:13
5
ჯერ იმდენი შეგნება უნდა გქონდეს, რომ, მტერს უყვები და შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, როგორიც არუნდა ყოფილიყო, ტლიკინებ, არაკაცულია, არახარ შენ კარგი კაცი არცერთ მხარეს არახარ მისაღები
giga
31 იანვარი 2024 10:30
9
ეს რაც "Ფეხბურთელი" იყო იმაზე მეტი არც ადამიანობიᲗ აᲦმოᲩნდა
დინამოელი
31 იანვარი 2024 09:34
13
დემეს შემოვევლე, პატიმრებს რათქმაუნდა ღირსეულად უნდე მოექცეს სახელმწიფო, ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ შენც მამააბრამის ბატკანივით უცოდველი არ იყავი და ნუ იტყვი ეხლა ჩამიდეს ან ისე დამაკავესო
ლადო
31 იანვარი 2024 09:14
2
ჩემი ქვეყნის მმართველი როსტომ-ხანიც იყო და ამიტომ ვცეთ მას პატივი?
ზურა
31 იანვარი 2024 08:44
14
როსტომ ხანი ხალხმა აირჩია თუ დასვეს ?
კონსერვატორი
31 იანვარი 2024 11:58
4
სხვათა შორის,როსტომ ხანის პერიოდში,ქვეყანაში მშვიდობა იყო და ეკონომიურადაც მნიშვნელოვნად გაძლიერდა,თუმცა ხალხმა,მის მიერ დანერგილი სპარსული ცხოვრების წესი არ იგუა და ისტორიაში მისი სახელი დარჩა,როგორც "გათათრებული" როსტომ ხანი.ისიც ცდილობდა,ქართველის მენტალიტეტი შეეცვალა,თუმცა მაღალ წრეებში,დროებითი წარმატების მიუხედავად,ხალხმა დაუნანებლად მოიშორა,მისი იდეოლოგია.სამწუხაროდ,დღეს შეუდარებლად დიდი იდეოლოგიური ზეწოლაა ახალგაზრდობაზე და მიშას მიერ გამოცხადებულ ქართველის მენტალიტეტის შეცვლის ლოზუნგს,უფრო მეტი და მძიმე შედეგები აქვს.სამწუხაროდ,არც დღევანდელი მთავრობა ფიქრობს,ეროვნული იდეოლოგიის ახალგაზრდობაში გავრცელებაზე.ამიტომ ვართ,ეროვნული კატასტროფის წინაშე.
სოსო
31 იანვარი 2024 09:36
10
რა უცოდველი კრავი ყოფილხარ, საწყალი!
ზალიკო
31 იანვარი 2024 08:43
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული