"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 182 /
ვეთანხმები რომ სააკაშვილი გიჟია, ის რაც ციხეებში ხდებოდა, მხოლოდ გიჟი ხელისუფლის და მისი დამქაშების პირობებში შეიძლებოდა მომხდარიყო, სწორედ მისი დამქაშების "როლი" არ უნდა დაკნინდეს, რომ არა ისინი, ეს არაადამიანური რეჟიმი 9წელს ვერ გაძლებდა
12345
30 იანვარი 2024 14:47
20
სააკაშვილი მე რომ მკითხო ბევრად მეტია ღირსია, მაგრამ ეს რო მაზავშიკი იყო რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი:)
სვანი
30 იანვარი 2024 14:46
3
ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა - სააკაშვილი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს ეზიზღება!
მადონა
30 იანვარი 2024 14:40
48
არ იცის, რატომ იჯდა...
mamuka09ze
30 იანვარი 2024 14:19
14
დემეტრაძე და ვახტანგ ყიფიანი იყვნენ და არიან ბავშვობიდან ძმაკაცები. სულ ეს იყო დემეს "დანაშაული". ამისთვის ჩასვეს ციხეში. ასეთი იყო სააკაშვილის "დემოკრატია".
ქუთაისი
30 იანვარი 2024 14:19
51
Xo mazavshiki misha iko...
Simartle
30 იანვარი 2024 14:36
14
ნამდვილად ასე იყო.ახლაც არ ასვენებს ქვეყანას.ადამიანობისა და ვაჟკაცობის არა სცხია რა!
ვაჰმე
30 იანვარი 2024 14:18
34
ეხლაც არ ასვენებს რას ნიშნავს?
მთავრობას პესნიების გაათმაგება უნდა და ეგ არ უზლევს ხო საშუალებას ციხიდან? :)
თუ ლარი ბენზინის ტარიფიდან ისევ მაგას მიაქვს? :)

მაკლედ ეგ რო არ გყავდეთ ვის შეახოცავდით ხელს :)
las
30 იანვარი 2024 14:52
16
დემეს პატივისცემა. სააკაშვილს ის რაც ეკუთვნის.
აკო
30 იანვარი 2024 14:00
52
პატივისცემა არა ხვიშტი კიდო არ უნდა?
დარდუბალა
30 იანვარი 2024 17:10
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული