"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
შენ რომ ხელზე მაზავშიკი იყავი და ქვეყანა ახალგაზრდებს ცხოვრება გაუმრუდე, მაგაზე რას იტყვი შე ნაძირალავ, ვისაა აჩოტებს რომ აბარებ, შე გნიდა.
ბმბ
30 იანვარი 2024 15:19
19
ღრუსებთან რო პირს მოაღებ და ქვეყნის პრეზიდენტზე ასე ილაპარაკებ... რა იყო, "ფული, ბაბა"???
სახელი
31 იანვარი 2024 01:15
35
წადი რა შე..... მთელმა ქვეყანამ იცოდა რომ ,, მაზაობდი" და ჩაგსვეს მაგიტომ....
Ილია
31 იანვარი 2024 01:02
18
ნეტა რას ეჭორავებით ამ ოკუპანტებს ნამუსი სულ დაკარგეთ???ან თქვე კაი ხალხო ერთხელ მაინც ახსენეთ ოკუპაცია,შეახსენეთ რუსებს რამდენი დაუშავეს საქართველოს!!!რომელიმე რუსი გინახიათ ქართულ მედიასთან პუტინი გაელანძღა??!!მართლა რამ დაგაბეჩავათ და შეგაყვარათ ასე რუსები??!!
სამაჩაბლო
30 იანვარი 2024 15:00
22
არაკაცობაა ეს...

ასე იქცევიან, მოროშკინა, ინაშვილი და სხვა გამყიდველები, დადიან და რუსულ მედიაში ილანძღებიან...

მიშას ვერ ვიტან იმისთვის რაც გააკეთა, სამუდამოდ ამოვშლიდი საქართველოს ისტორიიდან...

მაგრამ არცერთ რუსთან არ ვიჭორავებ მასზე და არ გავალანძღინებ, იმიტომ კი არა რომ გასალანძღი არაა, არამედ იმიტომ რომ არცერთი ქართველი არაა რუსების გასალანძღი და მაგათი ერთი ადგილის საქმე საერთოდ არაა იმის გარჩევა საქართველოში ვინ კარგია და ვინ ცუდი...

ვისთან ჭორაობ შენ ქალივით და ვისთან არჩევ შენ შენი ქვეყნის საშინაო საქმეებს? მტერთან?

რითიც დავიწყებ იმით დავასრულებ, არაკაცობაა ეს! პატარა კაცობა! გამყიდველობა!

სციპიონ აფრიკელი
30 იანვარი 2024 20:05
15
"ზვიადა გიჟი იყო" სერიიდანაა!

კაციშვილი არ შემხვედრია მამაჩემის გარდა ვისაც უთქვია, რომ დავაშავე და იმიტომ ვიჯექი ციხეშიო :)
niko
30 იანვარი 2024 14:48
19
ახალგაზრდების უმეტესობა ვერ გიტანთ ვერც ნაცებს,ვერც ქოცებს,რუსებს,აქ ჩამოსულ ვითომ ლტოლვილ რუსებს,მით უმეტეს ქართველ რუსეთუმეებს,ალტინფოელებს,ინაშვილ,მოროშკინა,თარხან მოურავებს.მომავალი ჩვენია!!!
გიგი
31 იანვარი 2024 00:29
25
ქოცებს ანუ პრორუსებს და რუსებს ნამდვილად გძულთ სააკაშვილი))) რუსულ გამომცემლობას გულის მოსაგებად რეებს უყვება ეს არაქართველი)))
Nikooo
30 იანვარი 2024 14:48
45
ცოცხების გამკეთებლები მიგაჩნია ქართველებად? რამ გადაგიბრუნათ ეგ ტვინები!
888888888888
30 იანვარი 2024 15:28
34
ტყუილად აწონებთ თავს რუსებს. რუსისთვის ქართველის პროტოტიპია ვალიკო მიზანდარი და გეღადავებიან რუსის მიერ პაროდირებული გრუზინული აქცენტით ვახ დარაგოი და ა.შ. რუსის პატივისცემა თუ გინდათ მოიპოვოთ ჩეჩნებივით თავები უნდა დააჭრათ .აბა ისე შაშლიჩნიკებს და პრადავცი ცვიტოვს გეძახიან .აჰა ჩემგან უფასო გაკვეთილი .
Ბიზანტიოლოგი
30 იანვარი 2024 18:42
26
შენ გიგრილა თავში............
გიგო
30 იანვარი 2024 19:20
18
მაზავშიკი, და კაი ბიჭების ხელის ბიჭი იყავი, დაგარბენინებდნენ გამაზავებნენ, თამაშებს გაყიდინებდნენ, ძალიან ბევირ პატარა ბიჭი შეიწირეთ და ცხოვრება დაუნგრიეთ. ახლა გამძვრალხარ შენიანებთან და მათივე სიტყვებით ესაუბრები "გიჟია", "არაადეკვატური" "შეშლილი", იცი როგორ ასიამოვნო რუსებს. სირცხვილია შენ და შენაირები დღეს თავაწეულები რო დადიხართ და რაღაცას წარმოადგენთ. გაივლის ეს დრო ჩაძვრები ისევ სოროში
გიორგი
30 იანვარი 2024 17:37
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული