"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
დემე შენ ნარკობარიგა არ იყავი? თუ აგრძელებ ისევ! იყავი დასაჭერი აბა რა!
უცხო
05 თებერვალი 2024 19:24
3
სააკაშვილამდე უარესები ხდებოდა ციხეებში მარა არავინ არ ლაპარაკობს
prezidenti ra shuashia
05 თებერვალი 2024 14:28
8
მერე იტყვით სპორტი პოლიტიკა არააო.
T.b
04 თებერვალი 2024 22:08
2
ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს თუ პოლონიუმით?!ან ეხლა როგორ ექცევიან რუსულ ციხეში მას და სხვა პატიმრებს?!როგორი პირობებია რუსულ ციხეებში?!რუსებს რომ ქართული ციხით გააკვირვებ!!!
გიგი
02 თებერვალი 2024 16:15
4
დემეტრაძე!!მერამდენეთ შესჩივლე და გული მოიფხანე ტერორისტ რუსებთან??!!არ გაგიგია,რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა??!!
**
01 თებერვალი 2024 21:45
6
ნაცებიც და ქოცებიც ერთმანეთზე უარესები არიან.ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" წაიკითხეთ და მიხვდებით!!!!
სანდრო
01 თებერვალი 2024 18:25
9



ცნობა- -გააზრებისათვის, -ნაც-ბის დროს ,,საშინელებები,, იყოო რომ დემაგოგობთ დღემდე,უ ა რ ე ს ი იყო 2004 წლამდე და უარესი ვითარებაა დღეს თავისი ციხეებში დაჩაგვრა,მკვლელობები,ფულის შეწერვბი,ფსიქოლოგიურად, მენტალურად განადგურებით და ამას ,,აკეთებდა,, და ,,აკეთებს,,- ქურდულ-კრიიმალური ,,საზოგადიება,,- ,,სამყარო,,
ჩვეულებრივი ნკვდ-ს ფუნქციების შემსრულებელი კგბ-ფსბ-ს-სინდიკატი (ზვიადის ხელისუფლების ლიკვიდაციისათვის ძირითადი ფუნქციის შემსრუბელი,დღესაც ყოველ არჩევნებში ქოც-მტერთ რუსთ მეხოტბეების არჩევისათვის ,,მობილიზებულები,,)

-და მე-2-ე,მოკლედ,როგორ,საიდან დაიწყო არსებული დაუცხრომელი სიძულვილი-ზიზღის პროპაგანდის გამძაფრება ამჯერად-ნაც-ბის ხელისუფლების დროს (იგივე ხალხით-ზვიადის დროსაც..)
კრემლის გენერალიტეტმა - საქართველოს წინააღმდეგ ომი- 2006 წელს კი არ დაგეგმა როგორც თავად აცხადებენ კრემლის ყაენები,ჩვეულებრივ გონებაშეზღუდული ხალხის გონებაშეზღუდული,მით ვერაგი პუტკინ-მედვედევები(?!), როგორც კი პატრიოტებმა-ნაც-ბმა თბილის-ს იურიდიულ კონტროლს დაუქვემდებარეს აჭარა- გამოვლიჯეს აბაშიძე-რუსეთს და თან მალევე დაიწყეს რეკონსტრუწცია-აღმშენებლობა,რაც ნიშნავდა საქართველოსათვის უდიდესი პერსპექტივების გაჩენას, მით საქართველოს შავი ზღვის პირეთი გახდება ,,ენერგეტიკული დერეფანის,, და ,,აბრეშუმის გზის,, ძირითადი ფინანსურ-ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქცია-სტატუსის, მით სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ეკო-კის სწრაფი აღორძინება- ჯარი თავდაცვა- უსაფრთხოების გამძლავრების სერიოზული მძლავრი ბიძგის მიმცემი.. რაც არასოდეს შედის- რუსეთის ინტერესებებში,მათი 21-ე საუკუნეშიც ერთადერთი მიზანია საქართველოს სახელ-ფოს ლიკვიდაცია- დაშლა- რუსულ გუბერნიებად გადაქცევა, მისთვის ,, საქართველო უქართველებოთ,, გადაქცევა და იმ დღიდანვე, ე.ი. ასლან აბაშიძის განდევნის დღიდან კრემლმა- საქართველოს წინააღმდეგ ომი დაგეგმა,მისთვის რა თქმა უნდა 1-ლი ჩართეს ქურდულ- კრიმინალური სუნდიკატი, მისცეს ბრძანება (არ შეუსრულებენ და...)-ნაც-ბის რეფორმისტული ხელისუფლების წინააღმდეგობა, ბტრობა, ზიზღის ნთხევა ყველგან- ყველა მიმართულებებით რომ რეფორმები შეეჩერებინათ და ეს 1-ლ რიგში დაიწყეს ციხეებიდან და ქუჩებში რეფორმირებული პოლიციის წინააღმდეგ, მიზანმიმართული გინება-დამცირება-მიზანმიმართული ა გ რ ე ს ი ს გამოწვება როგორც ციხეებში ბადრაგის მიმართ, ისე ქუჩებში-პოლიციის მიმართ, რა თქმა უნდა ბადრაგი,პოლიციელი ადამიანი,რაღაც ეტაპამდე მუგითმენს, მაგრამ მუდმივ გინებას არავინ გაპატიებს და აგრსიას- იძულებული შეიქქმნეს აგრესიით ეპასუხათ- უპასუხეს, მერე ეს ციხის ხალხი გამოდიოდნენ და ხალხს აცნობდნენ- შეხედეთ როგორ გვცემენ, გვირტყამენ, საშინელ ვითარებაში გვაგდებენ-ო და ჩიოდნენ და ყვიროდნენ (ბოლოს თავსდ ცოცხის სცენები დადგეს და დღემფე მით რომ...)-ნაყიდი ჟურნალისტებით ხალხს თავს აცოდებდნენ,ე.ი.მათ მიერ ინსპირირებულს...აქვე, მართალია,ციხეებში, ზოგადად ლმობირება ყველგან აუცილებელია, მაგრამ ნაც-ბის დროს არსებული აგრესია ინსპირირებული იყო ქურდულ-კრიმინალური სამყაროს მიზანმიმართული აგრესიის შედეგად და ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ხალხმა,მაგრამ საჭიროა იცოდეს მთელმა საქართველო- ქართველიბამ, ე.ი როგორ ,,მუშაობს,, კრემლის სპეც-სტრ-ები მისი ძალებით; საბჭოთა ქართული ნომენკლატურით (გაიძვერა,ხარბი კარიერისტები)-ნკვდ-ს ფუნქციების ორგანიზებული-ქურდულ კრიმინალური სინდიკატით (ჯერ კიდევ ნკვდ-ში დამუშავებული ქურდული იდეოლოგიით), ე.ი. მენტალურად ანტი სახელმწიფო, ანტი ეროვნული ძალებით და ნაყიდი ,, ჟურნალისტები,,-,,საბჭოთა ინწელიგენციით,,!
-ზვიდის,ნაც-ბის მხარდამჭერების ერთადერთი მიზანია-საქართველის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განმტკიცება,განვითარება- ღირსეული სახელ-ფოს შექმნა მისთვის რეფორმები, რისთცის საჭირია ხელისუფლებიდან კგბ-ფსბ-გრუ-ს ფინანსურ-კრიმინალურ- ,,პოლიტიკური,, კლანის მოშორება (რაც გააკეთეს ნაც-ბმა იმ ,,საშინელ,სისხლიან 9 წელიწადში,, და რის შედეგად ეკო-კა-4-ჯერ გაზარდეს, სახელმწიფო ბიუჯეტი -11-ჯერ და რომ არა 2012 წლის ,,არჩევნების,, შედეგები,დღეს საქართველო მინიმუმ ხორვატია,ჩეხეთი, პოლინეთის დონის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო იქნებოდა,მით...) და ამიტომ სძულთ, ეზიზღებათ კრემლს და მის; მსტოვრებს, ვაჭრებს, ქურდებს და კარიერისტებს-ზვიადისტებ და ნაც-ბი(!), რასაც საბედნიეროდ თანამედრივე ახალგაზრდობა ამჯერად ძალიან კ ა რ გ ა დ და აშკარად ხედავს(!),
და ქოც-ბო- შეწყვიტეთ რუსული დაუსრულებელი- დაუცხრომელი სიძულვილის- ზიზღის პროპაგანდა-,,ნაც-ბი სექტა,- ,,მიშისტები,, ,,ზვიადისტები,...თან უკანასკნელი პრასტიტკუბივით მტერ-თქვენს მიერ ჩამოთრეულ 300 000-მდე ღრუს რომ ფეხვეშ ეგებით-ემლიქვნელებით, აბსოლუტურად მონური-აამაზრზენი ქცევით მთლად კინტოებათ ქცეულებმა.
-აქვე, არც გინება გვეშლება, და არც ომი- იარაღის ტრიალი, მაგრამ ეს სახელმწიფოს ვერ განავითარებს-განამტკიცებს, ამიტომ ვართ გადასული მხილება, მხილება, მხილება ყველა რუსული ძალის,რომ მომავალი თაობები ვერასოდეს გააბრიყვოს-გამოიყენოს კრემლმა და მისმა კრიმინალურმა ძალებმა,და გ ვ ა ც ა ლ ე თ, გვაცალეთ, მოიშორეთ ღრუსეთისაგან შიშები-სიფრთხალე და გვაცალეთ-წარმატებული სახელმწიფოს შევქმნა, სადაც თქვენი შვილებიც ღირსეულად იცხოვრებს წარმატებულ სახელმე-ში მხოლოდ სწავლა, შრომა, პასუხისმგებლობის აღება, თანადგომაზე ორიენტირებული უშიშარი, ალალი, პირდაპირი და გულწრფელნი.
გლახუნა
01 თებერვალი 2024 17:26
5
გლახუნა კი არა საააკიანის გლეხუჭა ხარ DD
zura222
02 თებერვალი 2024 03:24
14
დემეტრაძე იყავი ნარკობარიგა და დარჩი ნარკობარიგად
არჩილ ცქიტიშვილი
01 თებერვალი 2024 17:49
2
ყველა გამოხმაურება
გამაზული თამაშები ჩაგიდეს უეჭველი....
01 თებერვალი 2024 14:24
5
მორჩი რა მართლა, რა პირობებიც იყო მიშამდე ის პირობები იყო მიშას დროსაც. შევარდნაძის დროს უკეთესი პირობები იყოო და ნაცების დროს გაფუჭდაო - ნუ აბოლებთ აქ ხალხს. ხო, ვიღაცეები ამ დროს ვეღარ იყვნენ გაბლატავებულები ციხეში, "ციხე ქურდებისაა" ეგ აღარ იყო, თორემ ჩვეულებრივი პატიმრისათვის უარესობისკენ ნამდვილად არც არაფერი იყო შეცვლილი.
დემეტრაძე რომელი პოლიტიკური ფიგურა მყავს, მაგისთვის რომ დაეჭირათ. გამომივიდა აქ პოლიტპატიმარი. მაზავშჩიკ-პოლიტპატიმარი)))). თანაც მიშას 70 პროცენტი ვერ იტანს თურმე. დაუთვლია ბიჭს))) რუსებს კი გული ნამდვილად მოფხანა და სიმპატია დაიმსახურა, მაგათ ხომ მაგრად ეკაიფებათ ქართველების მხრიდან სააკაშვილის ლანძღვა. თუმცა არც სხვა ქარტული ხელისუფლების ლანძღვა ქართველის მხრიდან გულს არ ტკენთ, რბილად რომ ვთქვათ.
კაი ერთი
01 თებერვალი 2024 13:15
10
მეც დამიჭირეს მიშას დროს და ისეთი ცუდი პირობები იყო რომ სულ მეორე მსოფლიოს ომზე ფილმები მახსენდებოდა, ნაცისტები რომ ებრაელებს ექცეოდა იმაზე უარესად ექცეოდნენ პატიმრებს მე მაგათი...
ლაშა
31 იანვარი 2024 23:19
23
შენ ფილმებიც კი გქონია ნანახი. სიზმრებსაც ხედავდი ალბათ?...:)))))))))))))))
ლაშას
02 თებერვალი 2024 14:25
0
კი, ვიცით, დაგხვრიტეს...
ლაშას
01 თებერვალი 2024 14:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული