თბილისის "დინამომ" ავდარში კიევის "დინამოს" არაფერი არ დაუთმო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" ამხანაგური მატჩი 0:0 დასრულდა.

თამაში თავსხმა წვიმაში მიმდინარეობდა, მოედნის ნიწილი დატბორილი იყო, ასეთ მძიმე პირობებშიც კი ქართული გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და მეტი მომენტი შექმნა, რასაც უკრაინული მედიაც აღიარებს.

თბილისის "დინამო" (სასტარტო): მაქაცარია, აკპუჯე, კალანდაძე, მაისურაძე, ლოპესი, საიმონი, რომანოვსკი, ლომინაძე, სიხარულაშვილი, სანტისი, აკილა.

სათადარიგოები: ბერუაშვილი, გოგნაძე, უგრეხელიძე, სალუქვაძე, კვერენჩხილაძე, ჰარუნა, შუქუროვი, იობაშვილი, გოცირიძე, სალია.

თბილისის "დინამო" მომდევნო შეხვედრას 16 თებერვალს სამარყანდის "დინამოსთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოხ, ამხანაგური გააგორა კიევის დინამოსთან ფრე და მთვარეზე არიან ჩუსტებით
ალექსი
16 თებერვალი 2024 03:53
0
ვაცალოთ და გავამხნევოთ ამ ფორმაციის ბიჭები!წარსულზე მათ პასუხს ნუ მოვთხოვთ...რომ დაიწყებენ კაი თამაშის სტაბილურად ჩვენებას და გამარჯვებებს,მერე არ შეგრცხვეთ მაგინარებო!
ვაჰმე
15 თებერვალი 2024 09:29
0
ჰო რა ქნას კიევის დინამომ დუბლის დუბლი ფეხბურთელებით ვერ მოუგო თბილისის დინამოს. ერთი მათი შემადგენლობაც დაგეწერათ
კოკი
14 თებერვალი 2024 16:32
5
გთხოვთ,
გაზაფხულიდან რუსეთის მეორე დივიზიონის განხილვა დაიწყოთ. რუსეთის პრემიერლიგაში გადასასვლელად ცხარე ბრძოლა მიდის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ორჯონიკიძის ალანიასა და მახაჭყალის დინამოს ბრძოლა აღნიშნული მიზნისათვის
სტალინი
14 თებერვალი 2024 13:16
3
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ სულ კალანდაძის კარგ გუნდში გადასვლას ამბობდნენ, სალია გადაიყვანეს კიდევ ხან ბეტისში და ხან ვალენსიაში...მაგათ გარდა ყველა წავიდა... სასწაულები ხდება დინამოში...
Givi
14 თებერვალი 2024 10:42
1
ოფიციალურში 10-0 წააგებენ. . .
ნაპოლეონი
14 თებერვალი 2024 04:48
5
თუ ჩვენები საქმეს სწორად უდგებიან და მიუდგებიან კიდეც,მაშონ სხვა დანარჩენით რით გვჯობიან ისინი ჩვენ-ტვინით,ტანით,ნიჭით თუ რით?!!!
ბრაზი
15 თებერვალი 2024 09:33
0
არა ოფიციალურის შეწყვეტა იკრძალება? ასეთ ამინდში რომელმა კლუბმა გააკეთა მონახაზი ნეტა რა ძალა ედგათ ნეტა ვიცოდე
ნოდო
14 თებერვალი 2024 00:52
1
მაგ სახელწოდების გუნდი არ გვყავს, იქნებ შეცვალოთ
baggio
13 თებერვალი 2024 21:06
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული