THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

AutoSharing Option
ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, 2027 წელს, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი კენჭს აღარ იყრის და მისი მემკვიდრე შეიძლება სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდეს.

გამოცემის მტკიცებით, ერთ-ერთი კანდიდატი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეშია, რომელიც საფეხბურთო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ ასაკოვანია, არჩევნებისას უკვე 75 წლის იქნება, ამდენად მისი პრეზიდენტად არჩევის შანსი მაღალი არაა, კიდევ ერთი კანდიდატი ამ ორგანიზაციის საბჭოს წევრი, რუმინელი რაზვან ბურლეანუა, ხოლო მესამე - კობიაშვილი, რომელიც გასულ წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა, ჩეფერინთან კარგი ურთიერთობა აქვს და შეიძლება აქცენტი
მასზე გააკეთონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეფერინი კიდევ ერთხელ აპირებდა უეფას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და მემკვიდრეზე ფიქრობს.

კობიაშვილმა ფეხბურთელის კარიერა 2014 წელს დაასრულა, 2015 წელს სფფ-ს ჩაუდგა სათავეში და პირველი ქართველია, რომელიც უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
მშვენიერია. რაც მეტი ქართველი გვეყოლება მაღალ საერთაშორისო პოსტებზე, მით მეტად გამოადგებიან საქართველოს.
ეხლა სტალინის და ორჯონიკიძის მაგალითები არ მომიყვანოს არავინ. :) არ იყვნენ ისინი ქართველები. ბოლშევიკები იყვნენ.
გოგია
18:34 21-02-2024
10
კიდე შოკში ვარდები რანაირი ხალხი შემოდის უმეტესი ამ საიტზე , რა ინფორმაცია დევს ეს რო მოხდეს ყველაზე მაგარი რარაც იქნება ქართული ფეხბურთისთვის და აქ ტიპები ბორმიტ სკდებიან . ერტი კიტხვა მაქვს ტქვენ საქართველოსთვის კარგი გინდატ თუ ცუდიი ბოლო ბოლო ?
ლშა_იუვენტინო
19:18 21-02-2024
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული