ვილი სანიოლს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ირლანდიის ნაკრები ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს უახლოეს
მომავალში აუცილებლად დატოვებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სხვა რამდენიმე სპეციალისტისა, სანიოლი ამჟამად ირლანდიის ნაკრებისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატურაა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა "დინამო არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება.

altსანიოლის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - რა ნახა ფრანგმა ქუთაისში? [VIDEO]

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი

გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
მკითხველის კომენტარები / 33 /
მეტი რა შედეგი უნდა დაედო, ქართული ფეხბურთით? ერთი კვარა გვყავს. მაგის ნახევარი ჩაკვე (ნუ ტრამვების გამო, თორე ჩაკვე მაგარი იყო), და ხანდისხან ფეხბურთის მოთამაშეები-ნუ ამოირჩევა ერთი 3-4 კაცი. დანაჩენი კატასტროფა.
ჰოდა, ამიტომაც უნდათ ირლანდიელებს, კაცმა არაფრისგან შედეგი დადო.
მწარე
07 მარტი 2024 16:31
13
ხო ისეთი შედეგები დადო და ისეთ გამართულ ფეხბურთს ათამაშებენ მალე რეალიც მიიწვევს ანჩელოტის მაგივრად:/ მეზღაპრეები ნუ ხართ. აქ შოულობს ფულს ჩვენი უჭკუობით თორემ განა სხვაგანაც გაასულელებინებენ თავს?!
რონი
07 მარტი 2024 14:54
6
ირლანდიაზე უკეთესი გუნდი ჩვენც კი ვართ და რა სერიოზული?
რობი
07 მარტი 2024 15:00
9
მე რო ვიყო ფრანგი და ასარჩევად მქონდეს საქართველოს ავირჩევდი.
გყავს ხვიჩა,სხვა ნიჭიერი ბიჭები(კიდე მოდიან ახალი "ხვიჩები")
მოკლედ თუ მუშაობა გიყვარს აგეს მასალა თავზესაყრელად.
შეგიძლია შედეგი დადო და ლეგენდარული მწვრთნელი გახდე.
მეორე მხარეს ირლანდია რომლებმაც სირბილის და ჩაწოდების მეტი არ იციან არაფერი.
მაგათი ფინალურზე გაყვანა არ გეთვლება დიდ წარმატებას,ვერ გაყვანა გეთვლება ჩასვრად და უფრო მეტის მიღწევის შანსიც არა გაქვს გენეტიკურად უფანტაზიო-უტექნიკო გუნდით.
მე საქართველოს ავირჩევდი
Levani
07 მარტი 2024 15:29
8
ეგ გენეტიკურად “უფანტაზიო” გუნდი,სამჯერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე,სამივეჯერ გადალახა ჯგუფური ეტაპი,ხოლო ერთხელ თვით მეოთხედფინალშიც კი გავიდა!ასევე,სამჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული ევროპის ჩემპიონატზე.ასე რომ,ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ,ხან ფარერელ მეთევზეებთან რომ ვაგებთ და ხანაც,ჯუჯა ლუქსემბურგთან თამაშს რომ ველით შიშით.
გაგიჟდები პირდაპირ!
07 მარტი 2024 17:56
2
ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა არ არის ნული! ფეხბურთის სათამაშოდ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, სტადიონები დიდიც და პატარაც, სოფლებსა თუ ქალაქებში მრავლადაა! ფეხბურთის სკოლებიც, მწვრთნელებიც... წყალი, შხაპი, გასახდელი ყველაფერია! ბავშვები კი ცოტაა...
ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა
08 მარტი 2024 09:30
0
ყველა გამოხმაურება
ახლა ირლანდიას "ააშენებს"...
გია
07 მარტი 2024 17:15
11
ირლანდიის ფეხბურის პრეზიდენტს ო'კობის უკვე მიუწვევია ბატონი ვილი, ხოლო იმავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ო'იაშა კონფიდენციალურ საწყისებზე უკვე შეხვედრია სანიოლს. უწრუპიათ ბევრი ვისკი და უკვნეტიათ ხამანწკები. გაჩარხულა დიდი საქმე და ირლანია ელოდება გაბრწყინებას.
ო'მემატიანე
07 მარტი 2024 15:40
9
წავიდეს. კობიაშვილიც თან წაიყვანოს. ქუთაისის მწვრთნელი დავნიშნოთ მის ნაცვლად.
ქ. გ.
07 მარტი 2024 14:46
11
ოღონდ ჩვენ მოგვშორდეს და დაისვენებს სრულიად საქართველო ამ უნიათო კაცისგან
Koko17
07 მარტი 2024 19:55
32
მოკლედ გაუკეთეს კობიმ და იაშკამ ბიჭს cv რომელიც ცარიელი ქონდა ( როგორც მწვრთნელს) უანგაროდ , დავიჯერო?
არტ
07 მარტი 2024 15:20
11
სტატია მითარგმნეთ გასკდა გული
ზლატან დროგბა
07 მარტი 2024 14:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული