"ასეთი ემოცია არასდროს მქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, მათი დიდი დამსახურებაა, რაც მოხდა!" - კახა კალაძე

AutoSharing Option
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ერთა ლიგის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს გამოეხმაურა.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, მთელ საქართველოს ვულოცავ. ესაა ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვიბრძოდით ათეული წლები. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს, როგორც ფეხბურთელებით, ასევე გულშემატკივრებით, მათიც, ვინც ვერ დაესწრო. მიყვარხართ და სულ ასეთ სიხარულს გისურვებთ, მთელ ქვეყანას!", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ისტორიაში პირველად მოახერხა.

altაბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ყველას! ...ისე, რატომღაც კახას 2020 წელს „დაავიწყდა“ გულშემატკივარი და ამხელა სტადიონზე მარტო თვითონ და თავის შვილი იყვნენ!
შალო
27 მარტი 2024 18:05
1
ვისაც საქართველოს გამარჯვება და წარმატება გაგეხარდათ, ყველას გულით გილოცავთ!!!!!!!!!!!!!
ლაშა
27 მარტი 2024 13:09
1
მადლობა კახა. გილოცავ გამარჯვებას. ეს ისეთი დღე გვაქცს როცა ყველა გახარებული და ბედნიერი ვართ. დღეს მხოლოდ ერთმანეთს უნდა გადავეხვიოთ და ერთად გავიხარო. ჩემთვის დღეს პოლიტიკოსი არ ხარ, ხარ გულანთებული გახარებული ქართველი. გაუმარჯოს ერთიან გახარებულ გამარჯვებულ საქართველოს.
G.LA
27 მარტი 2024 03:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული