"ასე ვეღარ გაგრძელდება!" - "ტორპედოს" ფანების განცხადება

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "ტორპედო" ბათუმის "დინამოს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

ასე ვეღარ გაგრძელდება!!!

როცა ვიცოდით რო გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით!!!

აქ საუბარი არ არის მარტო გუშინდელ მარცხზე..

უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დავგეგმავთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოხვიდეთ.
დროს და
ადგილს გაგაგებინებთ", - წერს "ჯუნგლები"

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
თქვენ ძალიან შორს ხართ ფეხბურთისგან, ფანობისგან, საერთოდ ცივილიზაციისგან, ზუსტად შეგეფერებად სახელი, “ჯუნგლები” მარტო მზესუმზირის ჭამა და ლუდის სმა
და სამი ოთხი წამომღერება არაა ფანობა, დაიბარეს ბიჭებმა კლუბი, თქვენზე მაღლა იდგა და იდგება ტორპედო, თქვენმა უაზრო ამბიციებმა ბევრჯერ დაღუპა გუნდი, თან გუნდი იბრძვის ხასიათს აჩვენებს და დინამოს,ჩემპიონ გუნდს ბათუმში წაგებისთვის ლანძღავენ, თქვენი არ იცით სხვისი მაინც გაიგონეთ და ისწავლეთ გულშემატკივრობა და ფანობა, თორემ სანატრელი გექნებათ სტაბილურობა კი არა უმაღლესი ლიგა, უაზრო ამბიციები მოთოკეთ, მოთმენა ისწავლეთ, 9 წელია იცდის ლევერკუზენი და ჩემპიონი ხდება, ვინ იკადრა კლუბის გარჩევაზე დაბარება, სხვა მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი, ჩხეტიანს და ჯალაღანიას ნუ
გადააყოლებთ კლუბს და მოეშვით ამ
კუდაბზიკობას და ყელყელაობას, მოითმინეთ და მოვა შედეგი! ჩხეტიანმა დადო
შედეგი ერთხელ, დაბრუნდა ორჯერ და რა ქნა
კი ვნახეთ ხან გახარიას შეეკედლა და მეორედ გაუშვეს და ამ კაცმა ღირსეულად გაიყვანა კონფერენსზეც და მესამე ადგილზეც და აცადეთ ეტყობა მწვრთნელის ხელი გუნდს ყველაფერზე ნუ ხართ 7 თვიანები!
ქუთაისელი
31 მარტი 2024 14:17
0
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან,აცადეთ არარის სწორი ასეთი კრიტიკა ბათუმთან ცუდად არ უთამაშია მითუმეტეს გასვლითი მატჩი იყო ცოტა სპორტული იღბალი ჭირდება გუნდს ასე რომ დამშვიდით და გუნდის გჯეროდეთ
დათი
31 მარტი 2024 00:48
0
გასაგებია, რომ შედეგს ითხოვს გულშემატკივარი, მაგრამ რაის ადგილის დანიშვნა და ხელმძღვანელობის დაბარება, კარგად თუ ხართ მანდ? ან ის ხომ არ დაგავიწყდათ, გუნდი თვეობით ხელფასს რომ ვერ იღებდა და ცალცალი ბუცი ეცვათ, აგერ სულ ორი წლის წინ ? ძლივს ეღირსა ამ გუნდს სტაბილური დაფინანსება, პირობები, ნორმალური ლეგიონერები და ევროშესარჩევზე დაბრუნება ამ მწვრთნელის და მენეჯმენტის ხელში, აცადეთ ბიძი, არაფერი ვაიუშველებელი არ ხდება, მიდით სტადიონზე და ტრიბუნიდან უქომაგედ. მომინდომეს აქ საფიჩხიაზე "რაზბორკა"
QT
31 მარტი 2024 00:41
1
მოკლედ ამ ( მამა ) კახას ვერ შეელიეთ… უნდა დაგტოვონ მართლა სპონსორისნგარეშე და მერე
იწუწუნეთ.. დაუნახავები ხართ .. ძლივს კარგი სტადიონი , ბაზა გაგირემონტეს და მაინც უკმაყოფილოები ხართ.. რომ დაგტოვებენ მერე იყვირეთ ტორპეეედოო ჩემპიონოო…
ცოტნე
31 მარტი 2024 00:21
1
ცოტა დრო რომ მივცეთ არ იქნებოდა ურიგო,დააცადეთ აკეთოს თავისი საქმე...ერთ დღეში ნაშენებით 5 წლის ნაშენებს რომ გინდა მოუგო,როგორ ჭკუას ემსახურები...ჩემპიონობა კარგია მაგრამ...
რობი
31 მარტი 2024 00:15
0
ამოძვერით საბჭოთა კავშირიდან! გუნდი კერძო მფლობელობაშია. კერძო მფლობელს თხოვთ პასუხს რას აკეთებო? ინვესტორი რასაც უნდა იმას წყვეტს. მორჩით მართლა "სემიჩკის" ჭამას და დაბრუნდით რეალობაში
თემო
30 მარტი 2024 23:04
1
ნუ დაგვღალეთ და გუნდზე მაღლა ნუ აყენებთ თქვენ თავს. დიდი ხანია ვგულშემატკივრობთ ამ გუნდს და რაც ახლა პოზიტიური ხდება ამის არ დანახვა არ შეიძლება და ვაცადოთ ამ ხალხს. შეცდომებს უშევებენ მაგრამ ასწორებენ კიდეც გარკვეული დროის შემდეგ. ბათუმთან თამაში მიუხედავად წაგებისა საუკეთესო იყო ხარისხით რაც ჩემპიონატი დაიწყო. ნუ გააგდებთ ახლა ამ ინვესტორსაც მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს რომ
ფულს აბანდებენ და გუნდს ავითარებენ. ნუ აუცრუებთ გულს თორე მერე მოგვიწევს დიდ ხანს ლოდინი
ტორპედოს დიდი ხნის გულშემატკივარი
30 მარტი 2024 21:24
0
ეს დროშა შავი რაომ აქვთ ? ხშირად რომ არ გარეცხონ ? P
zura222
30 მარტი 2024 20:58
5
აცადეთ გუნდს... ჯერ 5 ტურია ნათამაშები. ამ "ჯუნგლენმა" ბევრი ფეხბურთელი და მწვრთნელი მოინელა... აქციონერებიც.
tngh
30 მარტი 2024 19:45
0
პირადად ჯუნგლებს და მის ლიდერებს მივმართავ.
1.მე,ალექსანდრე ფაჩუაშვილი, ტორპედოს გულშემატკივარი 1961 წლიდან, გთხოვთ, გამაგებინეთ შეხვედრის ადგილი და დრო და ჩამოვალ თბილისიდან.
2.თქვენ რა გგონიათ, რამდენ თამაშსაც ვერ მოვიგებთ, იმდენი განცხადება უნდა აკეთოთ?! თქვენ რა გგონიათ, თუ ხართ, სამარცხვინოდ ქუთაისისთვის, მსოფლიო ჩემპიონები ტრიბუნიდან ქვების სროლაში, ყველა თამაში უნდა მოიგოთ. ისე, რომ იცოდეთ, არგენტინა, მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთის თამაშში ვერ ყველა შეხვედრას.
alexandre
30 მარტი 2024 19:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული