"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა; მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე... მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ

AutoSharing Option
ბოლო ხანს ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხში­რად კა­მა­თობს იმა­ზე, უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს თუ არა ვილი სა­ნი­ოლ­მა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი არა­ბი­ძე ნაკ­რებ­ში.

"ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის სურ­ვი­ლია და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად ვარ, ნაკ­რებს და­ვეხ­მა­რო. და­ნარ­ჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა იწე­რე­ბო­და ზამ­თარ­ში - მე დღეს ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ და ამ კლუ­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბი“, - თქვა გი­ორ­გიმ მარ­ტის და­სა­წყის­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩე­ბის წინ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე.

თუმ­ცა ის არც ამ­ჯე­რად
გა­მო­ი­ძა­ხეს... გა­დამ­წყვეტ მატ­ჩამ­დე ორი კვი­რით ადრე, სა­ნი­ოლ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე ახ­სნა:

"არა­ბი­ძე? მო­თა­მა­შე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე გა­მოც­დი­ლე­ბით და შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბით. სულ არის კა­მა­თი, ვინ უნდა გა­მო­ვი­ძა­ხოთ და ვინ - არა. არა­ბი­ძე გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ა­ში მო­ი­აზ­რე­ბო­და, რად­გან კარ­გი სე­ზო­ნი ჰქონ­და. მას ახ­ლაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მისი თა­მა­შის ინ­ტენ­სი­ვო­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ვი­ყა­ვი. ლი­ო­ნელ მესი ერ­თა­დერ­თია, რომელ­საც აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის გა­რე­შე ითა­მა­შოს. იმე­დია, გი­ორ­გი ამას გა­მო­ას­წო­რებს“.

განაგრძეთ კითხვა

altსტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

altმთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი კაი კომენტარი მახსენდება! სფფ-ს რა გაგინათ ბიჯო ასეთიო! ამდენი ხალხი რომ ითხოვს ამხანაგურებში გამინც ვათამაშებდი, ან არაფრის მომცემ შეხვედრებში, თუნდაც კვიპროსთან და შოტლანდიასთან! პ.ს. ისე ლუქსებთან მაგრად გაგვიმართლა რომ მსაჯმა საჩვენო გადაწყვეტილება მიიღო, რაც იშვიათად ხდება, თორე 1-1 ზე რა მოხდებოდა და გოლის გამტანი ვინ გვეყოლებოდა არავინ იცის!
ბეჟო
11:29 05-04-2024
11
ეს ბიჭი მართლა საჭიროა (არ ვხსნი ყველამ კარგად ვიცით) ნაკრებისთვის.
zaza gu
12:20 05-04-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული