20:56 05-04-2024
ბაქრაძის დუბლი - საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში მასპინძელთა შტურმით და ბაქრაძის დუბლით დაიწყო, თუმცა მეტოქემ ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. 59-ე წუთზე იანუშაიტემ ანგარიში გაათანაბრა და მალე სწრაფი კონტრშეტევისას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა. შემდეგ სტუმრებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც მათი თავდამსხმელი გაბუნიასთან პირისპირ გავიდა, რომელსაც გატანა ჯერ მეკარემ არ დაანება, შემდეგ კი მცველმა კალანდაძემ. კომპენსირებულ დროში საქართველოს ნაკრები იერიშზე გადავიდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
შემდეგ მატჩს ირის ანტმანის გუნდი 9 აპრილს კვიპროსში ბელარუსთან ჩაატარებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - ლიეტუვა 2:2
გოლები: 1:0 ბაქრაძე (12), 2:0 ბაქრაძე (19), 2:1 ლაზგაუსკაიტე (20), 2:2 იანუშაიტე (59)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ენჯიბაძე, პასიკაშვილი, ჩემინავა (დიმოპულო 90+3), დანელია, ამბალია (მწყერაშვილი 72), ბუქრიკიძე, ბაქრაძე (ბებია 62)
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ქალი არის სილამაზი, სიყვარულის და სიხარულის სიმბოლო და განსახიერება.
ქალი ნამდვილად უნდა იყოს ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც, საზოგადოების ცენტრშიც და ოჯახშიც, ოღონდ სტადიონის ღრიალში და არა ბალახ-ბულახზე.
უნდა იყოს "ტიატრშიც",და "ქუხნაშიც", "ბანკეტზეც" და "სპალნაშიც" "ვეჩერინკაზეც",და "კრაოტშიც" - უნდა იყოს კაბაშიც, შარვალშიც, ხალათშიც, ბიკინშიც, ბეწვეულშიც და პენუარშიც - მაგრამ რატომ უნდა იყოს ბუცებში, ტრუსიკში, გეტრებში და ოფლიანმა სდიოს ბურთს ბალახ-ბულახზე ? ქალი ცარილ ბურთს გაღვითქული უნდა დასდევდეს თუ სუნამოს სურნელით ბურვით ბავშვებს?
ქალი კუნთასხმული გლადიატორი ჯობია თუ ლერწამივით და ვარდკოკორი?