ბაქრაძის დუბლი - საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის პირველ ტურში, საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

თამაში მასპინძელთა შტურმით და ბაქრაძის დუბლით დაიწყო, თუმცა მეტოქემ ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. 59-ე წუთზე იანუშაიტემ ანგარიში გაათანაბრა და მალე სწრაფი კონტრშეტევისას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა. შემდეგ სტუმრებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც მათი თავდამსხმელი გაბუნიასთან პირისპირ გავიდა, რომელსაც გატანა ჯერ მეკარემ არ დაანება, შემდეგ კი მცველმა კალანდაძემ. კომპენსირებულ დროში საქართველოს ნაკრები იერიშზე გადავიდა, მაგრამ გოლის გატანა
ვერ მოახერხა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

შემდეგ მატჩს ირის ანტმანის გუნდი 9 აპრილს კვიპროსში ბელარუსთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - ლიეტუვა 2:2
გოლები: 1:0 ბაქრაძე (12), 2:0 ბაქრაძე (19), 2:1 ლაზგაუსკაიტე (20), 2:2 იანუშაიტე (59)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ენჯიბაძე, პასიკაშვილი, ჩემინავა (დიმოპულო 90+3), დანელია, ამბალია (მწყერაშვილი 72), ბუქრიკიძე, ბაქრაძე (ბებია 62)

altსაქართველო - ლიეტუვა | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი

მკითხველის კომენტარები / 3 /
იასონას უდარიდან გადავდივართ გულჩინაზე?

ქალი არის სილამაზი, სიყვარულის და სიხარულის სიმბოლო და განსახიერება.
ქალი ნამდვილად უნდა იყოს ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც, საზოგადოების ცენტრშიც და ოჯახშიც, ოღონდ სტადიონის ღრიალში და არა ბალახ-ბულახზე.

უნდა იყოს "ტიატრშიც",და "ქუხნაშიც", "ბანკეტზეც" და "სპალნაშიც" "ვეჩერინკაზეც",და "კრაოტშიც" - უნდა იყოს კაბაშიც, შარვალშიც, ხალათშიც, ბიკინშიც, ბეწვეულშიც და პენუარშიც - მაგრამ რატომ უნდა იყოს ბუცებში, ტრუსიკში, გეტრებში და ოფლიანმა სდიოს ბურთს ბალახ-ბულახზე ? ქალი ცარილ ბურთს გაღვითქული უნდა დასდევდეს თუ სუნამოს სურნელით ბურვით ბავშვებს?

ქალი კუნთასხმული გლადიატორი ჯობია თუ ლერწამივით და ვარდკოკორი?


იასონას უდარს
13:47 06-04-2024
2
გამოხმაურებიდან ჩანს რამდენად უყვართ ფეხბურთი საქართველოში,ასე იყო კაცების ფეხბურთიც,თუმცა სულ ცოტა ხნის წინ თავპირისმტვრევა იყო ბილეთებზე. რა გამოდის,თუ პოპულარულს არ გხდის რაიმე,არ მიდიხარ და არ ქომაგობ,მაგარია ხო? ქალთა ფეხბურთს მხარდაჭერა სჭირდება,როგორც ფინანსური,ისე ქომაგების მხრიდან. მსოფლიოში სასაცილოდ მოსჩანდა ქალთა ფეხბურთი,თუმცა მომძლავრდა და საკმაოდ საინტერესო საყურებელია,ხარისხი იმატებს დღითიდღე,რაც კარგია.

მეორე ამბავი არის,რომ ქართველებს ქალი "კუხნიაში" წარმოუდგენიათ და ვერ წარმოიდგენს გოგონების ბურთის დევნას,თუ ფეხბურთი გიყვარს და არ დადიხარ ქალთა ნაკრების საქომაგოდ,მაშინ ეს ამბავია. ნაკრები ნაკრებია,ქალთა არის თუ კაცთა,გაბუნია იქნება თუ კვარაცხელია,რადგან შენ ქართველი ხარ და არ უნდა ასხვავებდე,თუმცა მაინც ასხვავებთ. წარმატებები გოგონებს თეთრრუსებთან
იასონას უდარი
06:55 06-04-2024
5

სიახლეები პოპულარული