საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა, ანტმანის ხელმძღვანელობით, სწორად თამაში დაიწყო, მაგრამ კარგი ფიზიკური მომზადებით ვერ გამოირჩევა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ასპექტში უფრო ძლიერ ბელარუსთან დაიჯაბნა.

მოლოდინისამებრ, უპირატესობას მეტოქე ფლობდა, რომელმაც პირველ მატჩში კვიპროსს 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრები თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და შანსიც მიეცა - ბაქრაძე მეურვეს გაექცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს გაარტყა. ბელარუსები ძირითადად საჯარიმოში ჩაწოდებებით ცდილობდნენ ხიფათის შექმნას და პირველი ტაიმის ბოლოს მიზანსაც მიაღწიეს,
როდესაც მეორე სართულზე ბრძოლა შლაპაკოვამ ენჯიბაძეს მოუგო და თავურით დალაშქრა გაბუნიას კარი.

შესვენების შემდეგ ბაქრაძე ისევ დაუსხლტა მცველს, თუმცა გატანა მეკარე ვოსკობოვიჩმა არ დაანება. აქედან მოყოლებული, მოწინააღმდეგემ ზეწოლა გააძლიერა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ანტმანის გუნდი ჯგუფში 1 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 31 მარტს გასვლაზე კვიპროსთან ჩაატარებს.

ახნასი. „დასაკი სტადიუმი“
ბელარუსი - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 შლაპაკოვა (44), 2:0 პილიპენკო (64), 3:0 კოზიუპა (70)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ენჯიბაძე, პასიკაშვილი, ჩემინავა (დიმოპულო 74), დანელია, ბებია (ცისკარიშვილი 74), ბუხრიკიძე, ბაქრაძე (ამბალია 74)
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაბუნიას ქებამ აწყინა როგორც ბებიების თაობა ამბობდა...
მეტრო
10 აპრილი 2024 18:20
0
ძალიან ცუდი ფეხბურთელია რამოდენიმე,ენჯიბიძე,კატასტოფაა დანელია…
!!
10 აპრილი 2024 18:10
0
შეეშვით რა, რაც არ გეხერხებათ ნუ აკეთებთ, საქარტველოს სახელით გამოდიხართ ბოლო ბოლო, ქვეყნის სახელს არცხვენთ
aleksandre
10 აპრილი 2024 10:03
8
რატომ წვალობთ? სხვა სპორტი რომ აირჩიოთ? მაგალითად შაიბის ჰოკეი.)))
საამურია ცხოვრება
09 აპრილი 2024 22:50
17
ჯერ იმას გწტყვი რომ შენ ქართველი არ ხარ!მერე რამდენი ხართ ეს ნაცები? რაო შენმა ბელადმა მიხომ?
2x-s
10 აპრილი 2024 23:00
2
ამდენი არაკაცები და ანომალიურად დებილი ბნელი ავადმყოფები საიდან საქართველოში? ესეთი გამწარებული ქათმებივით როგორ ხართ სულ გადაკიდებული ამათზე, თითქოს სხვა არაფერს არ უყურებთ ცხოვრებაში და ფული გიდევთ ამათზე ტოტალიზატორში თქვენი უბედური დ**** ****** სულ წიხლს რო აჭერთ ბოლომდე. თან ამდენი ხანია ასეა საქართველოში ქალთა ფეხბურთი ამათ კიდე ისეთი მძაფრი რეაქციები აქვთ კიდე ისე გიჟდებიან თითქოს პირველად გაიგეს ცხოვრებაში ქალთა ნაკრების წაგება. ვიღაც ჯორცხენებთან წააგებენ ხოლმე და ატყდება ერთი ამბავი. მე კაცი ვარ და სულ არ მაინტერესებს თუ წააგებენ მეცოდებიან უბრალოდ სხვა რეაქცია არა მაქ , რომც მქონდეს ეგეთ უბედურ ნეგატიურ კომენტარებს არ დავწერ იმის მაგივრად რომ გაამხნევო და პირიქით. ფუ დამალეთ ეს ქვეყანა ამათი უბედური დედბს *******
2X
10 აპრილი 2024 01:42
7
ჩვენი ქალებისგან განსხვავებით, ბელორუსებმა სირბილი იციან!…
ლაშა
09 აპრილი 2024 22:33
6
არ უნდა გეთამაშათ, ადამიანურადაც შერცხვით და სპორტულადაც...
ვენეციის კომისია
09 აპრილი 2024 22:18
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული