ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა გააკეთა:
"დღევანდელი თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. დისციპლინის დაცვით ვთამაშობდით. კმაყოფილი ვიყავი დასაწყისში, თუმცა ძლიერი გუნდის და მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ისინი აუცილებლად გავლენ ამ ჯგუფიდან. ჩვენი მიზანია, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ. ბევრი გვაქვს სამუშაო. ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში. დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, სამუშაო გვაქვს, თუმცა კმაყოფილი ვარ იმ
დეტალებით, რაც თამაშის მიმდინარეობისას დავინახე და ეს იმედს მაძლევს, რომ მომდევნო მატჩებში ბევრ რამეს გამოვასწორებთ".