ფუტსალი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

14 და 16 აპრილს, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

მოახლოებული შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრები 16 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემდაგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ნიკოლოზ ფხაკაძე (პსპ, საქართველო), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ
ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, საქართველო), ბექა ბექაური (კსუ, საქართველო), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ვიტებსკი, ბელარუსი), ოთარ ბერენჩიკიძე (არმია, საქართველო), ჯანიკო გიორგაია (თსუ, საქართველო)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული