ფუტსალი | საქართველო 3:2 აზერბაიჯანი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გიორგი ღავთაძის დუბლით და საბა ტყეშელაშვილის გოლით დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 16 აპრილს გამართავს. მატჩი კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული