ფუტსალი | საქართველო 2:1 აზერბაიჯანი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გიორგი ღავთაძემ 23-ე წუთზე დააწინაურა. გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ირაკლი თოდუამ გაიტანა.

საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 14 აპრილს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით (3:2) დასრულდა.

აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ჩვენი
გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი, მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
შეგძლებიათ უბრაზილიელებოთ თამაში? ეგრე რა.
ეეე
18:25 17-04-2024
2
ყოჩაღ ბიჭებო. აზერებს ძლიერი ნაკრები ყავთ და როგორც ვხედავ ჩვენ არანაკლები გვყავს. წარმატებას გისურვებთ.
G.LA
22:09 17-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული