WU16 | ლუქსემბურგი 1:4 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სან მარინოში მიმდიანრე უეფას განვითარების თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა გუნდმა ლუქსებმურგთან შეხვედრა 4:1 მოიგო.

ლუქსებმურგთან შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლოლიტა კალოიანმა გახსნა, თუმცა ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. 53-ე წუთზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ ანანო წიქარიძემ დააწინაურა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე სოფი ხელაშვილმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი სან მარინო 7:4 დაამარცხა. დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 აპრილს, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

nakrebi.ge

| ლუქსემბურგი 1:4 საქართველო" />WU16 | სან-მარინო 4:7 საქართველო
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ, კიდევ ბევრი გამარჯვება გეზეიმოთ
Dato
20 აპრილი 2024 01:22
0
ძალიან კარგია რო აშუქებთ. მაგრამ შემადგენლობა რო დაწეროთ მათ მშობლებსაც გაეხარდებათ და ბავშვებსაც!
ბოკინიო
19 აპრილი 2024 20:25
0
ყველას გაგვიხარდება!
ალექს
20 აპრილი 2024 18:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული