16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოსმედალოსანია – სალომე სვანი სიმბოლურ ხუთეულში

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ანდორაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველებმა რევანში აუღეს მალტას, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე, ტურნირის სადებიუტო მატჩში 74:79 დამარცხდნენ. საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს მალტა შეხვდა და ამჯერად 5 ქულით ქართველებმა იმარჯვეს – 51:46.

ქართველებმა მეტოქეს მეორე პერიოდში აჯობეს, რომელშიც 16:9 იმარჯვეს და მოპოვებული უპირატესობა, მალტელთა თავგამოდებული ბრძოლისა და შეტევების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნეს. ჩვენს ნაკრებში კვლავ
სალომე სვანი გამოირჩა, რომელიც ერთადერთი იყო ჩვენს გუნდში, 10-ქულიან ბარიერს რომ ასცდა. სალომემ 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

Sportall.Ge

სალომე სვანი შევიდა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში. ის ტურნირზე საშუალოდ 35.6 ქულას იხვეჭდა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუგზარს და თეას გილოცავთ .წინ კიდევ დიდი წარმატებები.
დათა თუთაშხია
21:23 24-07-2023
0
თქვენ გენაცვალეთ!
ირაკლი
19:52 24-07-2023
0

სიახლეები პოპულარული