16 აპრილს სალომე ხუბულურის გუნდი ტურნირის მასპინძელ სან-მარინოს ასაკობრივ ნაკრებს შეხვდა. უხვგოლიანი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 7:4 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში ოთხი გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა. თითო გოლი სოფო ბერულავას, სოფი ხელაშვილის და ანასტასია ბუჩუკურის ანგარიშზეა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 აპრილს, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
nakrebi.ge