"როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო" - რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი. ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იგივე ჩვენ, ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ მხარეს, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ.

როცა
იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. მაგალითად, როდესაც პენალტის შესასრულებლად მიდიხარ, როცა მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უკეთესად გემუშავა შენს თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ამიტომ ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი პენალტის შესრულების მომენტში და ამ სიმართლით მინდა, რომ ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

altქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

altკახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 40 /
ჩემი აზრით, ეს ახალგაზრდა ზეწოლას განიცდის მამამისისგან, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და მისი (მამამისის) არსებობა შეახსენოს ქვეყანას. ხომ ყველა 100 %-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ნაცების დროს ოპოზიციონერის შვილი კი არა, მთელი მისი საგვარეულო ვერ მოხვდებოდა ნაკრებში? არა უშავს, ქოჩორ, შენი საქმე აკეთე კარგად, გაგვახარე გულშემატკივრები და ხმა ვისაც გინდა იმას მიეცი. არ ვართ ვალდებული ყველა ერთ ჭკუაზე ვიყოთ. მაგრამ საქართველოსთვის ყველაფერი რომ დავდოთ, ჩვენს ასპარეზზე, ამის ვალდებულები კი ვართ!
ქუთაისელი
24 აპრილი 2024 11:05
5
ნაცებო ამ კომენტარს რა დაუწუნეთ, კაცს სრული გულიანი სიმართლე აქვს დაწერილი, მაგრამ ან მართლა აზრი ვერ გამოგაქვთ ან სექტა არ გაძლევთ თეთრის და შავის გარჩევის სიკეთეს!
დათა
24 აპრილი 2024 21:00
1
ამან ხომ ტვინი გაღერძა რა იტამაშე ფეხბურთი რა
nika7
24 აპრილი 2024 12:21
8
ახლა ახალი მოდაა ქართველ სპორტსმენებში, უცხოელი გელფრენდები!
სოსო
24 აპრილი 2024 01:11
11
მიბაძეთ საზანოვის დედას და არა მარადიშვილის მამას!
!!
24 აპრილი 2024 18:29
0
ტრიპაჩები არიან!!!
სოსო-ს
24 აპრილი 2024 11:00
1
ყველა გამოხმაურება
ვააა, მამანაცოვიჩი კაია...
დიდება საქართველოს!
ლევანი
25 აპრილი 2024 13:17
1
პოლიტიკისგან შორს უნდა დადგეს და არავისგან არ უნდა იყო დავალებული მით უმეტეს კალაძისნაირებისგან მერე გეტყვიან სადაც შენი დაიკვეხნო იქ ჩემი არ დაგავიწყდეს!
გიო
24 აპრილი 2024 09:54
3
Როგო სუყველას მოგაბეზრათ ამ ბიჭმა თავი? Აბა ფაფხურას გაეტანა წიგნებს დაწერდით და ძეგლის დადგმას მოითხოვდით,მაგრამ ცოტა ხანში დაიწყება ევროპის ჩემპიონატი და დაინახავთ ვინ რას წამოადგენს.ჩელსი,პსჟ,ბარსელონა,მაჩესტერები,ბაიერნი მერე გამახსენეთ ყველამ.დაახლობით 80 მილიონით რო გაიაფდება ეგ თქვენი ფაფხურა
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
23 აპრილი 2024 18:22
44
ჯერ გადავიდეს ტოპ ხუთ ჩემპიონატში,გაიტანოს გოლები,გახდეს ჩემპიონი,ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და მერე თუ უნდა იფაფხუროს!! ნაკრების ფეხბურთელები მეორე ლიგის გუნდებში,ან სკამებს ხეხავენ,ან მთელი წელი გოლი ვერ გააქვთ,ვის ეჭიმებით ერთი??!!ესპანეთშიც კი არ იცნობენ!!
ბექა
23 აპრილი 2024 19:37
4
გადავიდეს მერე უკეთეს გუნდში კვარაცხელია იჭერს??!!
გიორგი
24 აპრილი 2024 01:08
0
ძალიან კარგი ფეღბურთელი ხართ ამავე დროს კარგი ადამიანი თანდაბალი და საქარველოს პატრიოტი მეამაყება საქარველოს ასეთი ახალგაზრდობა ყავს ულევი წარმატებები თვენ❤️
ლელი
28 აპრილი 2024 16:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული