"როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო" - რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი. ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იგივე ჩვენ, ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ მხარეს, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ.

როცა
იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. მაგალითად, როდესაც პენალტის შესასრულებლად მიდიხარ, როცა მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უკეთესად გემუშავა შენს თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ამიტომ ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი პენალტის შესრულების მომენტში და ამ სიმართლით მინდა, რომ ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

altქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

altკახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 40 /
ძალიან კარგი ფეღბურთელი ხართ ამავე დროს კარგი ადამიანი თანდაბალი და საქარველოს პატრიოტი მეამაყება საქარველოს ასეთი ახალგაზრდობა ყავს ულევი წარმატებები თვენ❤️
ლელი
28 აპრილი 2024 16:15
1
ვააა, მამანაცოვიჩი კაია...
დიდება საქართველოს!
ლევანი
25 აპრილი 2024 13:17
1
ამან ხომ ტვინი გაღერძა რა იტამაშე ფეხბურთი რა
nika7
24 აპრილი 2024 12:21
8
ჩემი აზრით, ეს ახალგაზრდა ზეწოლას განიცდის მამამისისგან, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და მისი (მამამისის) არსებობა შეახსენოს ქვეყანას. ხომ ყველა 100 %-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ნაცების დროს ოპოზიციონერის შვილი კი არა, მთელი მისი საგვარეულო ვერ მოხვდებოდა ნაკრებში? არა უშავს, ქოჩორ, შენი საქმე აკეთე კარგად, გაგვახარე გულშემატკივრები და ხმა ვისაც გინდა იმას მიეცი. არ ვართ ვალდებული ყველა ერთ ჭკუაზე ვიყოთ. მაგრამ საქართველოსთვის ყველაფერი რომ დავდოთ, ჩვენს ასპარეზზე, ამის ვალდებულები კი ვართ!
ქუთაისელი
24 აპრილი 2024 11:05
5
ნაცებო ამ კომენტარს რა დაუწუნეთ, კაცს სრული გულიანი სიმართლე აქვს დაწერილი, მაგრამ ან მართლა აზრი ვერ გამოგაქვთ ან სექტა არ გაძლევთ თეთრის და შავის გარჩევის სიკეთეს!
დათა
24 აპრილი 2024 21:00
1
პოლიტიკისგან შორს უნდა დადგეს და არავისგან არ უნდა იყო დავალებული მით უმეტეს კალაძისნაირებისგან მერე გეტყვიან სადაც შენი დაიკვეხნო იქ ჩემი არ დაგავიწყდეს!
გიო
24 აპრილი 2024 09:54
3
ახლა ახალი მოდაა ქართველ სპორტსმენებში, უცხოელი გელფრენდები!
სოსო
24 აპრილი 2024 01:11
11
მიბაძეთ საზანოვის დედას და არა მარადიშვილის მამას!
!!
24 აპრილი 2024 18:29
0
ტრიპაჩები არიან!!!
სოსო-ს
24 აპრილი 2024 11:00
1
ყველა გამოხმაურება
რაც იცი ის აკეთე შვილო , რა გესმის შენ პოლიტიკის სწორი და არასწორი ? გაქვს შენი აზრი , თქვი , არავინ გიშლის , მაგრამ ბეჭდის დასმა , სწორი რა არის შენ კი არა მეფეებს უჭირდათ . ვინა ხარ , ტალეირანი , დე გოლი თუ მაკედონელი ?
ტარიელი
23 აპრილი 2024 23:15
26
,,ტარიელ-ს"-ს ასევე უარგუმენტო ტროლებს
შენს მიერ ჩამოთვლილი სპორტსმენები აქტიური სპორტსმენობის დროს ნაკლებად აკეთებდნენ პოლიტიკურ დასკვნებს( დასკვნაზეა აქ საუბარი და არა აზრის გამოთქმაზე ) . ისინი მოხვდნენ პარტიულ სიაში და შესაბამისად პარლამენტში .როგორი პოლიტიკოსები არიან და როგორ კანონებს იღებენ , მაგას დრო აჩვენებს . ქოჩორაშვილიც თუ აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მოხვდება პარლამენტში მის მიმართაც სხვა მიდგომა იქნება . განსხვავებას ხედავ ? თუ ვერ ხედავ , შენი პრობლემაა , მაგრამ ჩემთვისაც სამწუხარო .
ტარიელი
24 აპრილი 2024 14:05
2
კალაძეს,კობიაშვილს,სანიკიძეს,ყაველაშვილს,კაჭარავას ესმით პოლიტიკის??რა განათლება აქვთ,რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კანონებს იღებენ??!!
ტარიელ-ს
24 აპრილი 2024 02:03
12
ლელასთან როგორ დაჯექი ბიჭო ?
აი სადამდე მიხვედი.
-
23 აპრილი 2024 21:34
22
Როგო სუყველას მოგაბეზრათ ამ ბიჭმა თავი? Აბა ფაფხურას გაეტანა წიგნებს დაწერდით და ძეგლის დადგმას მოითხოვდით,მაგრამ ცოტა ხანში დაიწყება ევროპის ჩემპიონატი და დაინახავთ ვინ რას წამოადგენს.ჩელსი,პსჟ,ბარსელონა,მაჩესტერები,ბაიერნი მერე გამახსენეთ ყველამ.დაახლობით 80 მილიონით რო გაიაფდება ეგ თქვენი ფაფხურა
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
23 აპრილი 2024 18:22
44
გადავიდეს მერე უკეთეს გუნდში კვარაცხელია იჭერს??!!
გიორგი
24 აპრილი 2024 01:08
0
ჯერ გადავიდეს ტოპ ხუთ ჩემპიონატში,გაიტანოს გოლები,გახდეს ჩემპიონი,ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და მერე თუ უნდა იფაფხუროს!! ნაკრების ფეხბურთელები მეორე ლიგის გუნდებში,ან სკამებს ხეხავენ,ან მთელი წელი გოლი ვერ გააქვთ,ვის ეჭიმებით ერთი??!!ესპანეთშიც კი არ იცნობენ!!
ბექა
23 აპრილი 2024 19:37
4
ქოჩორ, ეჭვიც არ მეპარება რომ ნამდვილი პატრიოტი ხარ, რაც დაამტკიცე კიდეც შენი ჯიგრული თამაშით, პენალტის გატანით და საერთო გამარჯვებაში შენი წვლილის შეტანით. ერთს გთხოვ მხოლოდ, პოლიტიკურად ნეიტრალური ქომაგის სახელით (ასეთები ვართ უმრავლესობა ანუ ვისაც ქოციც და ნაციც ფეხებზე ჰკიდია) - ფეხბურთს ადამიანებისთვის სიხარული მოაქვს და მათ აერთიანებს, ხოლო პოლიტიკა კი ჰყოფს და აპირისპირებს! სწორედ ამიტომ, სანამ ფეხბურთში ხარ, იმუშავე რომ გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია და ხალხი კიდევ უფრო შეგიყვარებს, ხოლო ბინძურ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა თუ ტელეწამყვანებს (აქეთაც და იქითაც) ნუ გამოაყენებინებ შენს თავს! წარმატებები როგორც ნაკრებში ისე პირად კარიერაში, უფალი გფარავდეს!!!
სიმართლე
23 აპრილი 2024 18:00
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული