"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
აი, ამ ტექსტს ჰქვია - ნუ შემიკიკინეთ, რომ რომელიმე მხარე დაიკავე, მაცადეთ იმ საქმის კეთება, რაც მესმისო.
და მისგან ყველაზე სწორი ესაა.
კოლა
08:13 04-05-2024
4
ხვიჩა შემოგევლე მე ის გულშემატკივარი ვარ დარწმუნებული ვარ ჩემნაირი კიდე ბევრია ვისაც შენი არცერთი თამაში არ გამოუტოვებია საქართველოს ნაკრებში არც ლოკომოტივში არც რუბინში და ნაპოლიში . მე ის გულშემატკივარი ვარ რომელიც გაცოფებული იყო იმ ბულინგით იმ კრიტიკით რომელიც შენს წინააღმდეგ წამოვიდა როცა რუსეთში თამაშობდი იმ ხალხისგან ფარისევლებისგან შენც კარგად იცი ვინც არიან ეხლა რო ჭირდებათ თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, და ვითომ შენი გილშემატკივრები რო გახდნენ . საქრთველოს გზა ევროპაშია მაგრამ არა ესეთი ზნედაცემული ხალხით , ჩვენ უნდა მოგვიღონ ეუროპაში როგორბიც ვართ ქართველები და არა ისეთები როგორებიც თვითონ უნდათ რო ვიყოთ! გისურვებ წარმატებებს როგორც სპორტში ისე პირად ცხოვრებაში ღმერთი იყოს შენი მფარველი ყოველთვის გაგეხარებინოს ჩვენი გულები ჩვენ შენს გვერდში ვართ დაგიცავთ ყოველთვის შენი გულწრფელი და არა გაყიდული გულშემატკივრები!!!
გიო
03:25 04-05-2024
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული