კობახიძე: EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - ხელმისაწვდომი იქნება 3 ათასი ბილეთი, რომელთა გაყიდვაც ამ კვირაში დაიწყება

AutoSharing Option
გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება.

"18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები.

ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით. ასევე ვახდენთ
რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომელთაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 18 /
თამაშზე დასასწრები ბილეთი თუ იყიდე და ღამის გასათევი ფულიც გაქვს, პლიუს სხვა ხარჯების გასაწევი თანხა, ბიუჯეტმა რატომ უნდა დაგისუფსიდიროს ავია ბილეთის ღირებულება? თუ შეძლებული არ ხარ, ვერც ევროს ბილეთზე გაიწევ. ვერ მისცემ თავს მაგის ფუფუნებას.გამოდის, ღარიბმა მდიდარი უნდა დაასუფსიდიროს?!
ციციკორე
12:17 20-05-2024
8
ჩვენი გადასახადებით გულშემატკივრებსთვის თვიმფრინავის ხარჯებს ვაფინანსებთ, ფულიანსაც და უფულოსაც. სხვა დროს ალბათ ვეცდებოდი უფრო დადებითად შემეხედა ამ ამბისათვს, მაგრამ ახლა ამას ვუყურებ როგორც არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვას! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
Irakli
14:03 20-05-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული