"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა

სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

alt"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

altეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

მკითხველის კომენტარები / 34 /
აზაროვი არის ნაკრების მომავალი და ჭირდება შესაბამისი მიდგომა, საერთოდ ფედერაციის მხრიდან რა კეთდება იმისთვის რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ქონდეთ განვითარებისთვის შესაბამისი ასპარეზი. და კიდევ ნურავინ მიიწერს ამ გამარჯვებას თავის თავზე ყველაზე დიდი წვლილი დინამოს აკადემიაზე მოდის და ახლო მომავალში ეს უფრო გამოჩნდება.
გიორგი
26 მაისი 2024 14:12
4
რევიშვილი არის ჯუღელის პარტნიორი.
ამიტომ რევიშვილის აზრი ჯუღელის ფეხბურთელის შესახებარ არის საინტერესო.
რეალობა
26 მაისი 2024 11:14
3
შენგელიას რომ ჩასვავ და აზაროვს ამოაგდებ რაღაც გარიგებას გავს
mamuka
26 მაისი 2024 15:30
17
ცხვირი გავს, შუბლი გავს, . . ე.ი. გავს. :)
რა გეშველებათ ამ ძალიან ,,ღრმად მოაზროვნეებს". :)
ჯეჯე
26 მაისი 2024 16:30
3
ჩემი აზრით იმის გამო დასაჯეს რომ უკრაინაში თამაშობს და პოსტიც ქონდა ევროპის მხარდაჭერის, სხვა მიზეზს ვერ ვუძებნი, ეგეთი მაგარი ფლანგის მცველი დიდი ხანია არ გვყოლია და 26 კაცშიც არ მოახვედრეს
Geo
26 მაისი 2024 12:07
46
ვითომ? და გოჩოლეიშვილი სად თამაშობს? მთვარეზე?! ისე, ჩემი აზრით აზაროვიც ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს.
mamuka
26 მაისი 2024 14:22
1
სანიოლის მაქებარი და მადიდებელი არასოდეს ვყოფილვარ და აზაროვიც ძალიან მაგარ ფეხბურთელად მიმაჩნია, მაგრამ რევიშვილსა და ფეხბურთის სხვა "ექსპერტებს" ურჩევნიათ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისა და არაკომპეტენტური რჩევების მიცემის ნაცვლად, თავისი პროფესიული შეფასებები ჩემპიონატის შემდეგ აკეთონ.

სანამ თამაშის წინ სანიოლს შენიშვნას მისცემ, ჯერ როგორც ფეხბურთელსა და მერე როგორც მწვრთნელს, მინიმუმ მასზე მეტი უნდა გქონდეს მიღწეული საფეხბურთო კარიერაში. სხვა შემთხვევაში, შენი უადგილო შენიშვნები მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს ნაკრების წინასაჩემპიონატო გარემოზე და ეს მომენტი ჯობია ყველამ კარგად გაიაზროს სანამ პირს გააღებენ და რაიმე უაზრობას "გადმოაბრეხვებენ".

მოქმედ მწვრთნელზე უკეთესად არავინ იცის ნაკრებს ვინ, სად, როდის და როგორ სჭირდება და მთლად გუცაევი, ჩივაძე, გაბელია, ან მსგავსი დონისა და წონის ფიგურა თუ არ ხართ, ჯიბია თქვენი ფანტაზიები თქვენთვის დაიტოვოთ.

ნაკრები რომ დაასრულებს ჩემპიონატზე გამოსვლას, მერე კი ბატონო, გამოხატეთ თქვენი აზრი როგორც ფეხბურთის სპეციალისტებმა, იქამდე კი შეეშვით თქვენი "პროფესორობით" არაკომფორტული გარემოს შექმნას ნაკრების ირგვლივ და განსაკუთრებით იმის მოთხოვნასა და დავალდებულებას, რომ ჯგუფიდან უნდა გავიდნენ - ნუ მოაქცევთ ბიჭებს წნეხის ქვეშ თუ ნამდვილად გინდათ, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ!

და ბოლოს - აზაროვის, არაბიძის და მათი დონის ფეხბურთელები ხანდახან თუ ვერ მოხვდებიან ნაკრების განაცხადში, ეგ ნიშნავს რომ ნაკრების დონე გაიზარდა, და გაიზარდა სწორედ კონკურენციის ხარჯზე, ანუ მსგავსი ნიუანსებიდან დადებითი დასკვნების გამოტანა უფრო უპრიანია, ვიდრე პესიმისტური აზროვნების თავსმოხვევით უარყოფითი ემოციური ფონის შექმნა...

P.S. ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დრესასწაულს!
უნივერსალი
26 მაისი 2024 16:56
4
ნოდარ ახალკაცი არაფლით გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ მაგრამ საუკუნის მწვრთნელი გახდა.სანიოლი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო მაგრამ ვერფერი მწვრთნელი გამოდგა ამიტომაც პაუზა აიღო ამდროს ვიღაცამ უპატრონა და მოხვდა ჩვენთან გამზადებილი შედეგის მიღწევის შემომქმედათ.ასეა ეს რაცარუნდა დილაიქები დააყაროთ ამ კომენტარს.
გიორგი
26 მაისი 2024 19:19
5
აზარ გული არ გაიტეხო ბრატუხა, ესენი ტურისტულᲨი მიდიან.
გულო
26 მაისი 2024 19:36
27
ვაი შენს პატრონს არ გეტყობა რაც ხარ
ზურა
27 მაისი 2024 00:01
2
ქართველი
27 მაისი 2024 04:59
0
რათქმაუნდა აზაროვი უნდა გამოეძახა, დაცვაში სუსტია სამივე წიტეიშვილიც და ლევანიც ეზ გასამართლებელი არარი, ადრე დვალსაც არ იძახებდა ამ კაც რაღაც ამოჩემება ჭირს ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს
გიორგი
26 მაისი 2024 19:09
2
აპიარეთ და იყავით თუ არ გრცხვენიათ, არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა
ჯუღელასბიჭი
26 მაისი 2024 16:22
19
თუ გვარი შვილზე ძეზე არ მთავრდება შანსი არ გაქვს საქართველოში არაფერში. ფაქტია . რაც არუნდა ცუდად და უხეშად ჟღერდეს . სამწუხაროა მაგრამ ეგრეა. ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 30% არა ქართველი ცხოვრობს. არც ერთ თანამდებობას არც ერთ სპორტულ წარმატებას ან ცნობადობს ვერავინ აღწევს. ან უბრალო დამთხვევაა ან არ ვიცი. ბევრ ნორმალურ ქართველს გააღიზიანებს ჩემი კომენტარი და ამისთვის ბოდიშს გიხდით. ეს ეხება იმ ნაციონალისტების მცირე ჯგუფს ვინც ამინდს ქმნის
Giorgi
26 მაისი 2024 11:59
63
ვერ დაგეთანხმები და აი რატომ,ჯერ ერთი ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ 15 პროცენტია სხვა ეროვნებები,მეორეც, გაიხსენე დამოუკიდებელ საქართველოს ნაკრებში საკმაოდ უთამაშია არაქართული გვარების წარმომადგენლებს და მესამე რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ეთნოსში ფეხბურთი განსაკუთრებით პოულარულია მაგიტომაც მოხვდა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე.ეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მეოთხე შედეგია. და ბოლოს გვარების გამოცვლა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში სავალდებულოა, ჩვენთან არა.
gia jashi
26 მაისი 2024 12:52
0
სანიოლის გვარი არც შვილზე და არც ძეზე მთავრდება!
aburjga
26 მაისი 2024 12:18
2
ყველა გამოხმაურება
ეს რევიშვილი საბოლოოდ ფსკერი და ურცხვი გამხდარა..რაც მეკარე იყო და რაც მასზე იწერებოდა რუსულ პრესაში გოლების გაშვებაზე აი ახლა ასახულია პიროვნებაში
!!
26 მაისი 2024 17:26
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული