ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში

AutoSharing Option
30 მაისს ნიონში ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, გუნდები ათ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის, კოსოვოს და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

მეინ-რაუნდის მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება და ორ წრედ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს ლატვია
და ლიეტუვა უმასპინძლებენ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული