"ვარჯიშის მერე არ რჩებოდა ხოლმე, სულ ამბობდა პენალტი რა არისო, მერე მე და "კვარამ"..." - დავითაშვილმა "მამარდაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა "რუსთავი 2-ზე" ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩვენები" გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

მისი თქმით, თავდაპირველად "მამარდა" თერთმეტმეტრიანების მოგერიებაზე არ ვარჯიშობდა, შემდეგ კი ამ კომპონენტზე მუშაობა დაიწყო.

"ნაკრებში რომ ჩამოვდიოდით ხოლმე, "მამარდა" მაშინ უკვე "ვალენსიაში" თამაშობდა, ვარჯიშის მერე 10 წუთი გვეძლევა და პენალტებს ვამუშავებდით, სადაც გიორგი არ რჩებოდა, იძახდა პენალტი რა არისო. მე და "კვარა" სულ ვეუბნებოდით, მეთქი პენალტებია, რა იცი, რაში გამოგადგება, სად დაგჭირდება...

მერე დაიწყო პენალტების აღება, რადგან ამაზე სულ მუშაობდა, გვეუბნებოდა ესპანეთში ბევრს ვვარჯიშობ ამაზეო და ნაკრებში
რომ ჩამოდიოდა, ვარჯიშის მერეც რჩებოდა ხოლმე.

საბერძნეთთან თერთმეტმეტრიანების სერია რომ დაინიშნა, "მამარდას" ძალიან დიდი იმედი მქონდა. პენალტი რომ შევასრულე და გავიტანე, "მამარდასთან" მივვარდი, იქამდე მოგერიებულიც ჰქონდა და ვუთხარი, ხომ გეუბნებოდი-მეთქი, იმ ემოციებს ვერ აღვწერ, საოცრება იყო...", - განაცხადა დავითაშვილმა.

altზურიკო დავითაშვილი: მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია - ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით [VIDEO]

alt"იმედია, დავითაშვილი ევრო 2024-ზე გაიბრწყინებს - უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს" - ფრანგი ჟურნალისტი

altბრდღვნიან ბიჭები ყველაფერს - დავითაშვილის გოლი და ორი საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველაფერი კი არ უნდა თქვა ზურიკო, მამარდაშვილი შენ გარეშე პენლებზე არ ივარჯიშებდა როგორ ფიქრობ?
ნიკა
14:18 08-06-2024
34
იბოდიალონ რაც უნდათ, ოღონდ მოიგონ და გავიდნენ.
kai erTi
22:06 08-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული