"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს.

ბადრი კვარაცხელიას თქმით, მას ხვიჩასთან "ნაპოლის" შესაძლო დატოვებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა პირადად მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ხვიჩა "პარტენოპეის" დატოვებს.

"სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.

ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ "ნაპოლიში" დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს...
მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, მალე მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.

altბადრი კვარაცხელიამ შვილის მომავალზე ისაუბრა - როგორი იქნება "იუვესთან" "ნაპოლის" შემადგენლობა

alt"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 13 /
იმ "მოღვაწე" ჟურნალისტმა რომ არ შეატყობინოს ნაპოლის, ისე არ მიუვათ ინფორმაცია?!.. რაც შეეხება ხელის შეშლას, ეს უფრო პირიქითაა... ასეთი ინფომაციებით უფრო იქნება შესაძლებელი, რომ ლოურენტისი მაღალ ანაზღაურებაზე დაითანხმონ, ხვიჩას ნაპოლიში დარჩენის შემთხვევაში.
მე
16 ივნისი 2024 14:18
2
ბადრიმ ჯუღელი უნდა მოაშოროს ხვიჩას.
ასეთი ინტერვიუებით ხვიჩას ხელს უშლიან. დღესვე შეატყობინებს CalcioNapoli24-ს ამ ინტერვიუს შინაარსს იტალიაში "მოღვაწე" ვითომ ქართველი ვითომ ჟურნალისტი (გვარს არ დავასახელებ).
რეალობა
16 ივნისი 2024 14:03
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული