ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!

AutoSharing Option
დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის.

„დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება.

დღესაც ზუსტად ისევე მჯერა ჩვენი ბიჭების, როგორც 3
თვის წინ, 26 მარტს მჯეროდა. მჯეროდა, რომ ბიჭები თამაშში სულსა და გულს ჩადებდნენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებდნენ.

დღესაც ზუსტად ასევე მჯერა, რომ ბიჭები სამივე თამაშში სულსა და გულს ჩადებენ და ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ.

მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი, კაშია, კვერკველია, გველესიანი, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, დვალი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, სიგუა, ქოჩორაშვილი, შენგელია, დავითაშვილი, წიტაიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია, კვარაცხელია - მჯერა ამ ბიჭების ნიჭისა და პატრიოტიზმის. მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“, - აღნიშნავს პრემიერი.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაკედონიასთან ეს იჯდა ტრიბუნებზე მაყურებლის მაგივრად...თფუი, ეშმაკს ))
გია_544
18 ივნისი 2024 16:19
3
ეს ვინ არის?
G.LA
18 ივნისი 2024 15:56
3
დავითარსეთ!
geo
18 ივნისი 2024 14:37
8
26-მარტსაც ბერძნებთან დათარსეს? პირიქით მოიგეს ბიჭებმა! ისე რო გეყოთ ნაცებს ყეფა! მთავარია თქვენ ნაცებმა არ დათარსოთ ჩვენი ნაკრები.
geos
18 ივნისი 2024 14:52
11
ჩვენ (საქართველო) კიდევ მრავალჯერ ავამღერებთ საქართველოს ჰიმნს, მაგრამ შენ და შენ ხიხოს მოგიწევთ რუსული ჰიმნის მოსმენა პეწერბურგში. გინება არ მინდა რომ არ დაბლოკონ
.....
18 ივნისი 2024 13:31
16
კარგით რა ახლა მაინც შეიკავეთ თავი ამ რუსის ძახილისგან! გაცვდა და ძალიან შეუსაბამოა ეგ ლოზუნგი!!
გაბო
18 ივნისი 2024 15:45
6
ირაკლი კობახიძე! არის მაგარი პრემიერი! თუნდაც ის რად ღირს "ნაც ვითომ ჟურნალისტებს", წყობიდან რო ვერ გამოყავთ. პირდაპირი გაგებით მშურს, მისი დინჯი ხასიათის. რაც შეეხებათ ჩვენს ბიჭებს: წარმატება, გამარჯვება და კიდევ ისეთი სიხარულის მონიჭება, როგორიც იყო 26-ში.
გიგა
18 ივნისი 2024 13:17
34
გიგა-ს! კი როგორ არა,წყობიდან ვერ გამიყავთ,სამაგიეროდ მაშა ზახაროვამ თავზე იმასუქნა თავისი განცხადებით აფხაზეთზე და ცხინვალზე, ამან კიდევ პასუხი ვერ გასცა. ისე მართალი ხარ მაგას მარტო ჩვენს ჟურნალისტებთან აქვს დიდი გული,ასევე ჩვენს 2%-იან პარტიის ლიდერებზე.
დავით 67
18 ივნისი 2024 15:43
1
ძაან მაგარია, რუსეთს კვერს უკრავს და კოჭს უგორებს, ამერიკას და ევროპას ლანძღავს და ურთიერთობებს უფუჭებს, მშვენიერია
კესო
18 ივნისი 2024 13:45
6
26 მარტის შემდეგ სამწუხაროდ სხვა საქართველო ჯეერ არ არის! უფრო წარმატებული და ამაყი ნამდვილად არის!! თუმცა სხვა საქართველო ჯერ არ არის! არც ევროკავშირში მიღების შემდეგ გახდება სახვა საქართველო!! სხვა საქართველო და ისტორიული სამართლიანობის გათვალისწინებით გახდება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის შემდეგ!!! დიდება საქართველოს!!!!!!!!!!
ვარსკვლავი
18 ივნისი 2024 13:04
2
ღვთის წყალობა გადმოვა საქართველოზე. ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი, მაღალი სუვერენიტეტის მქონე ქვეყანა. ტერიტორიული მთლიანობა 2028 წლისათვის აღდგენილი იქნება! დიდი იმედი მაქვს, რომ 2030 წლისათვის სატანისტური ევროკავშირი დაიშლება სუვერენულ ქვეყნებად, საფრანგეთად, გერმანიად და ა.შ. ასევე იმედი მაქვს რომ ნატოს სახსენებელი გაქრება!
aburjga
18 ივნისი 2024 13:29
18
სულზე მოგვასწრო შენმა და ბატ. ბიძის ტრიუკებმა, თორემ ამას ხომ ვერ მოვესწრებოდით..
ლალი
18 ივნისი 2024 11:54
13
ახალი საქართველო აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. სხვა საქართველოა უკვე 26 მარტის შემდეგ!
რერო
18 ივნისი 2024 11:36
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული