"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
სანიოლიმ წააგო ეს თამაში.ამ მწვრთნელის კვალიფიკაცია ასეთ დონეს აღარ შეეფერება.
ჯუდო
18 ივნისი 2024 22:40
15
მწვრთნელს რას სთხოვ? რა დონისაც არის იმ დონის ტაქტიკას ადგენს... სომხეთს კარგი მწვრთნელი ყავთ ესპანეთში ჭიპ მოჭრილი აზერებსაც კარგი მწვრთნელი მოყავთ ცნობილი.. ეს სანიოლი სად გამოჩრიკეს არ ვიცი თან უხარიათ 200 ათას ვუხდითო.. 200 ათასი აქეთ უნდა მოგვცეს პრაქტიკებს რომ გადის ჩვენთან.... ვაი საქართველო ვის ხელში ხარ საუკუნეებია.......
roni
18 ივნისი 2024 22:39
20
ფეხბურთი როგორ იცის ამან ეგ არ ვიცი მაგრამ შემწვარ გოჭს ნაღდად გავს :))))))
Kata
18 ივნისი 2024 22:39
25
100%-თ გეთანხმები, ჩაკვეტაძე კი არა კვარა უნდა შეეცვალა, წიტაიშვილიც ადრე უნდა შეეცვალა
გია
18 ივნისი 2024 22:38
6
ვეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში თავის პათოსიანად მაგრამ ვინაა ეს კაცი და ამის პოსტი რატომ დევს აქ?
გოგა
18 ივნისი 2024 22:38
8
ჯერ ერთი ამ ადამიანის აზრი ვის აინტერესებს.მეორე კიდევ თქვენც არ უნდა აქვეყნებდეთ ამისთანა ადამიანის კომენტარებს.რომელი მცოდნე და კომპეტენტური ეგაა.
Ika77 2
18 ივნისი 2024 22:37
30
არ მაინტერესებსო და კითხულობ,აკომენტარებ. თუ არ გაინტერესებს ვინმე გაძალებს ან კითხვას ან კომენტარს?
ჯონდი
19 ივნისი 2024 08:02
0

სიახლეები პოპულარული