"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ეს თამაში სანიოლმა წააგო. კვარაცხელია ვერაფერს ვერ აკეთებდა, პასებს არ იძლეოდა, 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ გასცდა თურქ მცველებს, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა მთელი თამაში ათამაშა. ზივზივაძე რომელმაც ნახევარფინალში 2 გოლი გაიტანა, ერთა ლიგის ფინალი გვათამაშა და ევროპაზე გასვლის შანსი მოგვცა მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშა. ლოჩოშვილის მოედანზე გამოყვანა დიდი შეცდომა იყო. ასევე სამწვრთნელო შტაბიდან არავინ უთხრა მამარდაშვილს რომ კარი უაზროდ არ უნდა დაეტოვებინა და მესამე გოლო არ უნდა მიგვეღო. ბოლო გაშვებულმა გოლმა შეიძლება გადამწყვეტი როლო შეასრულოს ჩვენი ჯგუფიდან გასვლაში. იმ შემთხვევაში თუ საქართველო 3 ქულას დააგროვებს შეიძლება ამ მესამე გოლის გამო ვერ გავიდეთ ჯგუფიდან.
ქომაგი
18 ივნისი 2024 22:46
2
ნაკრებში მხოლოდ ის გამოიძახეთ, ვინც ბუდუსავით, დაწოლილი თავით თამაშობს, ანუ უუუზომოდ ჯილკიანი და არა თავში ავარდნილი ამპარტავანი....................
საბურთალო
19 ივნისი 2024 02:43
10
კავარადონაზეც ამბობ ?
პს
19 ივნისი 2024 07:26
3
სწორს ამბობს ეს კაცი. რომ არ ან ვერ ვიტყვით სიმართლეს, ამით მოვიგებთ რამეს პატივცემულებო??????????????? ადრე როცა ინდომებდა, ბაზაზე ეძინა და თავის თავზე მუშაობდა. რაც მოიწყო პირადი საქმე, დაიკიდა ყველაფერი და "სხვა" რამეზე ფიქრობს. საჭიროა დასვა სკამზე და მერე თუ უნდა კვლავ მოინდომებს
მართალია ცამდე
19 ივნისი 2024 02:49
8
სანიოლიმ წააგო ეს თამაში.ამ მწვრთნელის კვალიფიკაცია ასეთ დონეს აღარ შეეფერება.
ჯუდო
18 ივნისი 2024 22:40
15
წიტა რატო იყო სასტარტოში? ბოლოს როდის ითამაშა ნაკრებში? მეორე გოლი აჩუქა ოსმალებს! შენგელია რატო არ დააყენა და აზაროვი წიტაზე ასეთი სუსტია? ამიხსენით ვნმემ.
budu44
18 ივნისი 2024 22:56
2
ბრავო ბიჭებს!პირველად შემეცოდა ნაკრებიც და მთელი საქართველო,არ იყო წასაგები მატჩი.რაც შეეხება კომენტარებს,ახლა ბიჭებს გამხნევება ჭირდება!გამოტყდით,რომ ასეთ საოცარ თამაშს არ ველოდით და არც არასდროს უთამაშია ნაკრებს.მიდით ბიჭებო!წინ საქართველო!
ლუკა
19 ივნისი 2024 11:04
1
საქმე იმაშია რო მე პირველად გავიგე შენი სახელი და გვარი ადვოკატო, და ხვიჩასი კიდე მთელი ჩემი ცხოვრება მეცოდინება!! და ბიჭების კიდე
გიო
19 ივნისი 2024 03:01
42
საერთოდ არ ვათამაშებდი არავის, ვისაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ერთ ადგილსაც არ ანძრევს ქედმაღლურად. რაც აგენტი ჰყავს " ვარსკვლავს", ზუსტად იმას დაემგავსა და წინ ვეღარ მიდის. სათავისოდ კარგად არის, ფული აქვს , დაოჯახდა და მაგას საცხოვრებლად კი ეყოფა, გულშემატკივრების კი .........
ასეა ეს
19 ივნისი 2024 01:35
16
კვარადონა??? რა მოსატანია მარადონასთათ კვარაცხელია. გადავირიე ეს რა ვნახე. კაცი ვერ ურტყამს კარში, უაზროდ “ მატაობს” და კიდევ არც ისე სხარტი მოთამაშე აღმოჩნდა . ის სახელი რაც შეუქმნეს …
მური
19 ივნისი 2024 08:18
5
ეს მე მგონი ადვოკატზე უფრო მაგარი მწვრთნელობაშია და შემდეგი შესარჩევი ციკლი ამას დავაწყებინოთ
მამუკა
18 ივნისი 2024 23:22
9
მწვრთნელს რას სთხოვ? რა დონისაც არის იმ დონის ტაქტიკას ადგენს... სომხეთს კარგი მწვრთნელი ყავთ ესპანეთში ჭიპ მოჭრილი აზერებსაც კარგი მწვრთნელი მოყავთ ცნობილი.. ეს სანიოლი სად გამოჩრიკეს არ ვიცი თან უხარიათ 200 ათას ვუხდითო.. 200 ათასი აქეთ უნდა მოგვცეს პრაქტიკებს რომ გადის ჩვენთან.... ვაი საქართველო ვის ხელში ხარ საუკუნეებია.......
roni
18 ივნისი 2024 22:39
20

სიახლეები პოპულარული