"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ნაპოლიმ ხელფასი კი არ უნდა მოუმატოს, არამედ უნდა დააკლოს და მერე ირბენს ან თუ არ ირბენს, ეყოფა რაც იშოვა და შოულობს
სიმართლე
19 ივნისი 2024 02:52
14
იქნებ თქვენ წასულიულიყავით ნაკრების მწვრთნელად
ოთო
18 ივნისი 2024 23:58
27
ამან თავის უშუალო საქმეში ხო ააშენა კლიენტები და ფეხბურთის ექსპერტობა ღა აკლდა
დათო
19 ივნისი 2024 00:36
9
დიახ მართალია ეს კაცი, კვარა ფორმაში არ იყო ან ვერ იყო, ამიტომ უნდა შეცვალო.
ზურაბ სუხაშვილი
18 ივნისი 2024 23:43
2
ბიჭო, აი ასეთ დროს, ასეთი კარტოფილი ხალხის კომნეტარებს რატომ აქვეყნებთ ????
QT
18 ივნისი 2024 23:25
27
ან რატომ უნდა გამოაქვეყნო ამისი აზრი საერთოდ.ხალხი დგას და ილანძღება და არაფრის ღირსები არ ვართ რა.იმის მაგივრად გავამხნევოთ ბიჭები დგანან და უაზროდ აყენებენ შეურაწყოფას ვირაც ვირაცეებს
გეგი
18 ივნისი 2024 23:28
18
საქართველოს ნაკრებს საერთოდ ამ თამაშის მოგება შეეძლო 1-1 მერე!
დასანანია ძალიან რომ ცოტათი მეტად პრაგმატულები არ ვიყავით და შექმნილი მომენტები სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ
თაზო
18 ივნისი 2024 23:06
0
ფეხბურთზე გვაინტერესებს კიდევ მოსამართლის,პროკურორის,მზარეულის და პროქტოლოგის აზრი )))
md
19 ივნისი 2024 13:29
18
თამაში წააგო სანიოლიმ,ჯერ შემადგენლობა როგორი დააყენა და გუნდს სათანადო თვითდაჯერება აკლდა,აქ მწვრთნელზე ბევრი რამ დამოკიდებული!
დავითი
18 ივნისი 2024 22:49
2
წიტაიშვილს რატო ათამეშებს საერთოდ, ყველაზე მაგარი ნაკრები გვყავს, არასწორი ტაქტიკით ათამაშებს, ჩაკვე ყველაზე მეტად იხარჯება მოედანზე, კვარას არ წაუვიდა თამაში და უნდა შეეცვალა
ქართველი
18 ივნისი 2024 22:51
3
მაგასზე უკეთესი ვარსკვლავი სახლში დატოვა….!!!გამოვლენ ახლა პოდკასტებში კიკინება და არველაძეები და ეგეთი ბევრი ექსპერტები და დაიწყებენ ვილიკო კარგი მწვრთნელი არისო …ალთუნაშვილი უნდა იყოს თურმე ნაკრებში და არაბიძე საზონოვი და აზაროვი არა თურმე …ალთუნაშვილის გარდა რამდენი უვარგისი ფეხბურთელია და ზემოდან რამდენი პენსიონერი …პრობლემა ასაკი კი არაა პრობლემა ის არის რომ ვერ ინძრევიან მაგრამ ჯინზე მაინც თამაშობენ…..ჯაბა ჯიგარი ხაააარ !!! მაგრამ წაგეყვანა რა ისიც ….
მდააა
18 ივნისი 2024 22:42
18
მართალი ხარ! ფეხბურთელს უნდა შეეძლოს 90 წუთი სირბილი თუნდაც გაუჩერებლივ! მეორე ტაიმში ნახევარდაცვა კონტრშეტევაზე ცენტრს ვერ ცდებოდა, ფეხებს ძლივს ერეოდნენ! მამუჩაშვილს რო არ წაიყვან ან აზაროვს რომლებსაც 120 წუთი შეუძლიათ ისე ითამაშონ რომ არ დაიღალონ და კლასიც მაღალი აქვთ მაგიტომ ვიღებთ ეგეთ შედეგებს! ნორმატივს რომ ვერ აბარებს ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა იყოს ის! ან თუნდაც იმ გადმოვარდნილი ბურთის ვერ გაჩერება რა უსაშველობა იყო ისეთი მესამე გოლო რო მოყვა, თუ ვერ აჩერებ შე მამაცხონებულო მოიშორე მაინც ერთი შეხებით, მარჯვნივ ორი ჩვენი ფეხბურთელი ცარიელი იყო!!!
მერაბი
19 ივნისი 2024 09:27
1
პუტი მეპურემ უნდა გამოაცხოს ადვოკატო! საქმეს მიხედე! ერო, ნუ იქნები მოკლე მეხსიერების დს გახსოვდეყ რა გააკეთა და რას აკეთებს ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ერისთვის! შემდეგ თამაშებში ვნახავთ, როგორც არაერთხელ! მაგას შემოვევლე და მთელს ნაკრებს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 ივნისი 2024 01:48
30
შენ ვისაც გინდა შემოევლე,მაგრამ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება,და რაც დაწერა ადვოკატმა სრული სიმართლეა.
რეზო
19 ივნისი 2024 04:09
5
მართალია.. კვარამ ძალიან უკლო საქართველოს ნაკრებში შედეგს. სანამ დაოჯახდებოდა, მეტად კონცენტრირებული იყო და მაქსიმუმს აკეთებდა.. ამ ბოლო დროს კი ეს ის კვარა აღარაა
...
19 ივნისი 2024 10:32
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული