"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
კვარაცხელია გინდ ყოფილა და გინდ არა, მაგის გარეშე უკეთესად ითამაშებს ნაკრები, ბალასტია გუნდისათვის
maxare
18 ივნისი 2024 23:53
25
ვაი შენს პატრონს უბედურეს, შენსას!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 ივნისი 2024 01:49
13
რა უნდა გელაპარაკოს ადამიანმა...
)))
19 ივნისი 2024 01:44
6
მართალია, წიტაიშვილი სუსტი რგოლი იყო, ხშირად არამართებულად ანელებდა ტემპს და, შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ხვიჩას სუსტი თამაში გარკვეულწილად ამის ბრალია, შენგელია უკეთესი იქნებოდა, ჩაკვეტაძის გაყვანა ვერც მე გავიგე, ლოჩოშვილის შემოყვანაც, ალბათ კვირკველიას შეცვლისთვის ემზადებოდა, მაგრამ ამ ყველაფერთან ამ საიტზე რა შუაშია ადვოკატ კორძაძის არაკვალიფიციური კომენტარი? ადმინ, არ დაბლოკო ჩვეულებრისამებრ, ან ახსენი, რა ნახე ამ კომენტარში მიუღებელი
yw
18 ივნისი 2024 23:51
8
მარტო წიტაიშვილს ვერ გაამტყუნებ,მე ვიტყოდი წიტაიშვილი კავარაცხელიას ტანდემი იყო სუსტი და ეგ უფრო კვარას ბრალია.წიტაიშვილი რომ მიხვდა მაგას იმიტომაც ურტყამდა კარში.
ენვერიკო
19 ივნისი 2024 08:53
2
ხომ ხარ ხაზარაძის ადვოკატი, უთხარი იყიდოს წალენჯიხის " იუვენტუსში ".
-
18 ივნისი 2024 23:34
13
საბერძნეთთან კვარა არ იყო მნაგრამ მოვიგეთ. ყველაზე ჯილკიან ბუდუს დავაყენებდი მის ნაცვლად. არ ინძრევა , ესე ჰგონია, რომ მასზეა ყველაფერი დამოკიდებული. ფაქტია, რაც დაოჯახდა, სულ უკან მიდის მისი საქმე, სიმართლე ეგაა. ვილის მინიმუმ მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა შეეცვალა ბუდუთი 100 %
ზურა
19 ივნისი 2024 00:58
14
მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის.გადამწყვეტ მომენტებში მეტი კრიატიულობა,პასის განცდაა საჭირო.მთელი საქართველო გთხოვთ.ასე უფრო იქნებით გმირები.
ილია
18 ივნისი 2024 23:55
0
აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და რაც შეეხება მამარდაშვილის ჩასვლას საჯარიმოში ვფიქრობ გამართლებული იყო რადგან წაგების შემთხვევაში გასვლის შანსი ფაქტიურად იკარგებოდა და გარისკა თუმცა არ გაგვიმართლა
გიო9
18 ივნისი 2024 23:38
2
ყველა ყველაფრის სპეციალისტი რომაა საქართველოში იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად.ყველამ ვიცით სხვამ რა და როგორ უნდა გააკეთოს და სხვისთვის ჭკუის სწავლებაში მაგრები ვართ თანაც ურემი რომ გადაბრუნდება შემდეგ.
sss
19 ივნისი 2024 09:31
6
რა სადაო ,რომ კვარაცხელია შესაცვლელი იყო.მე თუ მკითხავ კვარას სკამი მოუხდებოდა შემდეგ თამაშზე,დამიჯერეთ ეგ მაგრად შველის.ქოჩორა ოქრო არაა,ბაჯაღლოა!!!!
გარსია
19 ივნისი 2024 07:53
7
ეს ადვოკატი კორძაძე დავგუგლე და პირველად ვნახე. ვაბშე ვინაა? ხო , კი , დღეს იბრძოლეს ბიჭებმა, მადლობა ყველაფრისთვის, შეცდომები იყო როგორც გიჭების ისე სანიოლს, წარმატებები ჩვენ ბიჭებს
გიო
19 ივნისი 2024 01:36
11
ჯერ ერთი ამ ადამიანის აზრი ვის აინტერესებს.მეორე კიდევ თქვენც არ უნდა აქვეყნებდეთ ამისთანა ადამიანის კომენტარებს.რომელი მცოდნე და კომპეტენტური ეგაა.
Ika77 2
18 ივნისი 2024 22:37
30
არ მაინტერესებსო და კითხულობ,აკომენტარებ. თუ არ გაინტერესებს ვინმე გაძალებს ან კითხვას ან კომენტარს?
ჯონდი
19 ივნისი 2024 08:02
0

სიახლეები პოპულარული