"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ჯერ ერთი ვარსკვლავი იმის ვარსკვლავია, რომ ყოველ წუთს შეიძლება არაორდინალური რამ გააკეთოს და მის შეცვლას სამართლიანი კრიტიკა მოყვებოდა! მეორე - თუ ბუდუს შემოყვანაზეა ლაპარაკი, ის სულ სხვა სტილის მოთამაშეა და ნაკლებპროდუქტიულია, როცა ბურთი სწრაფადაა ამოსატანი ...
მესამე - თუ შეცვლაში შენს კლიენტებს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გულისხმობ, ესაოდა ადამიანების მოტყუება ეხერხებათ და ისინი უნდა შეეყვანათო, ისინი განაცხადში არ ყოფილან! :))
ეცადე ილაპარაკო იმაზე, რაც იცი, შენი ბოღმა შეინახე!
ბაკარია
19 ივნისი 2024 09:35
19
ქანეშნა, ვინ მისცა ამას ფეხბურთზე საუბრის უფლება, კალოშა და კობახა უფრო ინტელექტუალურად ჩაანალიზებენ:)
მირონ
19 ივნისი 2024 10:09
9
ხაზარაძის ადვოკატი საიდან ამოჩიჩქნეთ? ხვალისთვის ველით გია ხუხაშვილის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ბაია პატარაიას, ლაშა ბუღაძის კომენტარებს. და ა.შ. კომენტარებს.
გოგა
19 ივნისი 2024 05:25
23
კაცი თუ სიმართლეს ამბობს ხაზარაძის ადვოკატი იყოს და თუ გინდა მიკლუხო მაკლაის.
გოგას
19 ივნისი 2024 14:32
2
ათმა ქართველმა დღეს თერთმეტ ოსმალს ვერ მოუგო
გიგი
19 ივნისი 2024 02:54
7
რავი 1 ქართველი 11 ოსმალოს უდრისო ის ვინ იყო რომ ამბობდა
hm
19 ივნისი 2024 07:25
4
ვერაფრით ვერ ვხსნი წიტაიშვილი რატომ დააყენა შენგელიას მაგივრად სასტარტოში,ლუქსემბურგთან გამარჯვება ბუდუსთან ერთად შენგელიას უდიდესი დამსახურებაც იყო!!
!!!
18 ივნისი 2024 23:46
2
შენგელია თითქოს დაუფასებელი ფეხბურთელია, ისედაც თავმდაბალი ბიჭი ჩანს, არადა რა კარგი მოძრაობები აქვს, კარგი დარტყმები
იკა
19 ივნისი 2024 01:20
0
ხვიჩა რომ შეეცვალა მაშინ გენახათ აქ წივილ-კივილი.მე 60-ე წუთზე ყველა იწყებს შეცვლებს,ეს აგვიანებს ყოველთვის.კიტეიშვილის გარეშე ეს გუნდი არაფერია,მე მის ადგილას კარიერის ბოლო თამაში რომ მქონოდა მაინც ვითამაშებდი.
Cheroeli
18 ივნისი 2024 22:57
3
ვეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში თავის პათოსიანად მაგრამ ვინაა ეს კაცი და ამის პოსტი რატომ დევს აქ?
გოგა
18 ივნისი 2024 22:38
8
ბაკარიას
ნუ მიედ მოედები პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია-ეს ის შემთხვევაა, როცა კორძაძე მართალია-სანიოლმა წააგო ეს თამაში
როცა მწვრთნელი გუნდს ავალებს რომ ღრმა დაცვაში ითამაშოს და ცენტრზე უფრო ქვევით დახვდეს მეტოქეს, რომელიც პრესინგს გეთამაშება,შენ კი ბურთის ამომტანი მოთამაშე არ გყავს-ამით მეტოქეს უადვილებ შენს დაჩაგრვას
მწვრთნელი რისი მწვრთნელია რომ თუ ტაქტიკის შერჩევა შეეშალა, მთელი ერთი ტაიმისა და 20 წუთის შემდეგაც ვერ ხვდება, რომ ეს ტაქტიკა შესაცვლელია და იგივე ბურთის დამჭერი დავითაშვილი უფრო ადრეა გამოსაყვანი, მხოლოდ არა ჩაკვეტაძის შეცვლით, რომელიც ერთ-ერთი მებრძოლი და საუკეთესო იყო მოედანზე
კვარა გასაყვანი კი არა გადასაგდები იყო-მთელი თამაში დასეირნობდა კი არ დარბოდა-პირველი გოლიც მაგან დააგვიანა და თავისუფლად დაარტყმევინა საკუთარ მეურვეს
საერთოდ დააკვირდით როცა მნიშვნელოვანი თამაშია კვარა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებს და ვერ თამაშობს-ასე იყო საბერძნეთთან, ასე იყო თურქეთთან და ნაპოლის რეალთან თამაშებში
ერთი დრიბლინგი ვერ გააკეთა, ერთი დარტყმა ვერ შეასრულა, მგონი წონაშიც მოიმატა-სისწრაფე დააკლდა-კომენტატორსაც კი წამოსცდა გუშინ კვარა უფრო სწრაფადო
უამრავი სივრცე ქონდა ხოლმე რამდენჯერმე, მაგრამ მაინც ვერაფერი გააკეთა და მერე ნუ დაიწყებთ მის გამართლებას მჭიდროდ ეთამაშება ორ-ორი მეურვეო-ვინც მაგაში 80 მილიონს გადაიხდის იმის თავში ჩამახედა
დაცვაში ხომ საერთოდ არ ინძრევა ხოლმე, დგას მეტოქის ორ მოთამაშეს შორის-არც ერთთან მიდის არც მეორესთან ახლოს რომ ბურთი აართვას-მერე ღა იწყებს ახლოს მისვლას როცა პასი გაკეთებულია და ბურთი მეტოქეს აქვს-მოკლედ ქმნის დაცვაში მუშაობის ილუზიას, რეალურად კი არ უშლის ხელს
დაგვიანებული შეცვლები, არასწორი ტაქტიკა და გავბანძდით ევროპის თვალწინ-შედეგი რომც მიგვეღო ფრე რაზედაც ასე ოცნებობდა სანიოლი -ამ თამაშით შორს ვერ წავალთ
ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ნიჭიერი თაობა 1996-1998 წლებში ყავდა საქართველოს-ქინქლაძე, ჯამარაული, ქეცბა, არველაძეები-და რა? მაშინაც "ჩაჯმ-ბი" გამოდიოდნენ მოედანზე და თამაში მის დაწყებამდე წაგებული ქონდათ და გუშინაც დამფრთხლებმა დაიწყეს თამაში და მივიღეთ ის რომ 18 წლის ბიჭებმა გაგვაბანძეს ორივემ გაგვიტანა, თუმცა ილდიზის თამაშგარეში მყოფი ტერფის გამო გადაგვჩით
მერე მეორეჯერ გაგვიმართლა და გოლი გავიტანეთ და შესვენებაზეც გავედით
ყველაფერი.
ამის მერე რომ მაინც უიღბლობას აბრალებ ეს დათვური სამსახური და მაამებლობაა-სიმართლე უნდა ითქვას რომ შემდეგში მაინც გამოსწორდეს სიტუაცია
მადლობა დაცვას კარგი თამაშისათვის და განსაკუთრებით ქოჩორას, ჩაკვეს და ჟორჟს
ვისი ცუდი თამაშისაც გვეშინოდა იმათმა გაამართლეს და ვისი იმედიც გვქონდა მეკარეს და შეტევას ვგულისხმობ იქ პირიქით მოხდა
სანიოლი არ გავუშას ფედერაციამო-მგონი ღვთისავარმა დაწერა ამ რამდენიმე დღის წინ
ნაკრების მწვრთნელი ფეღბურთელებს ვერ ზრდის-ის იმ მოკლევადიანი შეკრებების დროს როდესაც ნაკრების თამაშია მაქსიმალურად კარგად უნდა იყენებდეს იმ რესურსს და ფეხბურთელებს რაც სხვა მწვრთნელებმა და გუნდებმა მიაწოდეს-ანუ პირველ რიგში ტაქტიკა უნდა შეარჩიოს სწორად ანუ სტრატეგია თამაშისა, თუ რაღაცა არ ამართლებს ოპერატიულად უნდა ჩაერიოს და დროული ცვლილებებით ეცადოს შეცვალოს სიტუაცია მოედანზე
რომელი ერთი თვისება აქვს სანიოლს? ვაისივით ვერ გრძნობს თამაშის რიტმს და 90-ე წუთზე გამოყავს ბუდუ! რისთვის გამოიყვანა ბურთის მიტანა თავდასხმამდე მთელი თამაში გვიჭირდა და თანაც 90-ე წუთზე? დებილია თუ დაგვცინის?
საბერძნეთთან გაუმართლა რომ ამ ფრთხილი ტაქტიკით არ წავაგეთ და ძლივს პენლებით გავძვერით და არა კარგი თამაშით
წავიდეს სანიოლი გზას ხეირი დააყაროს-მისი როლი ნულია !
ქართველი ჯიგრიანი მწვრთნელი გვინდა და არა ეს მუმია!
სამწუხაროდ ჩეხები უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე თურქები და მათთან უფრო მეტად გაგვიჭირდება. გუშინდელი თამაშის სასურველად დამთავრების შანსი გავუშვით ხელიდან შიშის და გაუბედაობის გამო
ახლა თურქეთი და პორტუგალია ფრეს ითამაშებენ, მერე პორტუგალია ამოგვტენის, მანამდე სავარაუდოდ ჩეხეთიც გადაგვირბენს რადგან ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ეს ტურისტული გასეირნებაც გერმანიაში დამთავრდება
ევროპას კი დიდხანს ემახსოვრება "ჩაჯმ-ლი" საქართველოს ნაკრები, რომელიც კიდევ კაი ხანი ვერ მოხვდება ფინალურ ეტაპზე
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია

inviz9
19 ივნისი 2024 10:35
11
ძალიან სასაცილო და დილეტანტური მსჯელობაა! ბუდუ ბურთის ამომტანი არაა, კიტე არ იყო, წითას არ გამოუვიდა ... ჩვენ პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისი არა ვართ, არაა დიდი არჩევანი ... მაღალი პრესინგი არ იყოო .. არ გვყავს შესაბამისი კონტიგენტი ... ასე ვითამაშეტ ბერძნებთანაც ...ქოჩორად ბურთი რომ გასულიყო? კვარამ ვერ ითამაშა და ამიტომ გასაგდები და დასახვრეტია? რომელი ფეხბურთელი იცით, რომელიც ყველა თამაშს კარგად თამაშობს?
ტყაჩუ
19 ივნისი 2024 12:46
4
ეს ვინაა საერთოთ?სპორტული საიტია და ადვოკატების აზრი რატო წერია?
ანდრო
19 ივნისი 2024 09:51
17
ვანბასტენი და პლატინი გამოუვლია მწვრთნელს როცა არ წასვლის თამაში და ვინაა კვარა მაგათთან რომ ვერ უბედავენ გამოცვლას, მარა სანიოლი ხო პრინციპული მწვრთნლი არაა. ნოდარ ახალკაცი უნდა ამ ბიჭებს და მერე გენახათ ბევრი 13 მაისი
კახა
19 ივნისი 2024 08:53
12
და რამოდენიმე ადამიანი რომ მარტო კვარას მეურვეობდა თამაშობდა, და ეს სხვებს აძლევდა შედარებით თავისუფლებას, ეს არაფერი??? დაანებეთ ამ ბიჭს თავი!
...
19 ივნისი 2024 11:45
1
ვერ ვითამაშეთ ვაღიაროთ ოთხმოცი პროცენტი დაცვაში გავატარეთ ესე თამაშს ვერ მოიგებ
Gigola
18 ივნისი 2024 23:22
8

სიახლეები პოპულარული