"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ერთი შეკითხვა მაქვს ღიირს 80 მილიონი ხვიჩა?იქნებ ვინმემ დაწეროს პასუხი,კლუბში შეიძლება ვარსკვლავებს წყვიტავს ნაკრებში ნელ ნელა უკლებს და რიგითს ემსგავსება
კახა
19 ივნისი 2024 11:12
14
სრულიად გარეშე პირს, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციით რატომ აძლევთ ხვიჩას გალანზღვის უფლებას!!! ვინ არის ეს კაცი და საერთოდ რა გაუკეთებია ან ქვეყნისთვის ან ფეხბურთისთვის? არ გრცხვენიათ საერთოდ რეებს აკეთებთ!! ზურცხულია ეს ყველაფერი!!! სპორტალლ აბა თქვენ იცით დაბლოკეთ მიუღებელი კომენტარები :)))))))
Pepelu
19 ივნისი 2024 09:13
14
მაჩაიძეც ეგრე იყო ბურთს ათრევდა და ახალკაცმა რომ დასვა სკამზე მერე ათამაშდა დინამო...ეს ბურთსაც ვერ ინარჩუნებს დაპროგრამებული ერთი მოძრაობით ცდილობს დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას და თან დაბნეულია 36 წუთზე იყო რეალური მომენტი
გიო
19 ივნისი 2024 00:33
8
ამნაირი ცხიმის გროვები სანიოლის ფეხბურთს რომ აკრიტიკებენ, ხაზარაძე და სააკაშვილი პატრიოტიზმზე, წითლიძე და პატარაია ქალის კდემამოსილებაზე რომ წაიკითხავენ ლექციას, უგულავა ბიუჯეტზე ... ჭიაბერაშვილი და თარხნიშვილი სამართლიან არჩევნებზე ... ვინ დაგვიდგება წინ!
მომპირკეთებელი
19 ივნისი 2024 10:23
13
კარგით რა? თუ ვერაფერი ყოფილა როგირ მოგვიგეს? ეს ერთი, მეორეც თურქებს აშკარა უპირატესობები ჰქონდათ შეტევაში. მწვრთნელი რომ მაღალი დონის არ არის აშკარაა. კვარამაც კკადი ვერ აჩვენა საერთოდ. სამწუხარო წაგება
აჩი
19 ივნისი 2024 08:10
6
საოცარია პირდაპირ! ბიჭებო თქვენ სადმე სხვა სპორტს ხომ არ უყურებთ. კარგი, ბატონო, შეიძლება თქვა რომ არ იყო ეს ხვიჩას საუკეთესო მატჩი, მაგრამ მისი გამოცვლით, თანაც ზოგიერთის "აზრით" მეორე ტაიმის დასაწყისში, რაიმე შანსი გაჩნდებოდა? გადაახვიეთ მაინც და კიდევ უყურეთ. ბოლოსდაბოლოს გოლის მომენტში ვინ წამოიწყო, წარმართა, მუხტი მისცა შეტევას. საიდან გაუჩნდა ქოჩორას სივრცე? თურქები გათავაზიანდნენ ქართველების ხათრით, თუ კვარამ გაიყოლა მათი უმეტესობა? კარგად შეხედეთ. ფლანგიდან მუდმივი სიმწვავე თავისი გამჭოლი პასებით საიდან გაჩნდა? გაუგებარია რას ითხოვთ ხვიჩასგან, როცა გეგმა გაქვთ მკაცრად ცენტრის ხაზამდე გამაგრება, გაგყავს ერთადერთი კრეატიული ცენტრის ხაზში მოთამაშე ჭაკვეტაძე და შემოგყავს ლოჩოშვილი-ალთუნიშვილით. გათამაშებით ბურთი ვერ ამოგაქვს- გაპრესინგებენ, მაღალი ბურთზე ვინ უნდა იბრძოლოს - მიქაუტაძემ? თუ კვარას უნდა მოეხსნა ჰაერში და წაეღო გოლამდე? საერთოდ როცა პრეტენზიებს აფრთქვევთ მავანის მიმართ, იქნებ თან დააყოლოთ კონკრეტულად რა დაგაკლდათ მისგან თამაშის ამ სცენარში. პ.ს. სერიოზულად გგონიათ რომ კვარას გარეშე ამ თამაშში რაიმე, თუნდაც მცირე შანსი გვქონდა? თუ კი იქნებ ახსნათ როგორ დააპირებდით მაგ საქმეს?
ამატაკი
19 ივნისი 2024 00:22
16
შეცდომა იყო მამარდაშვილი მიერ კარის დატოვება, დაცვა განსაკუთრებით პირველ ტაიმში ბევრ შეცდომას უშვებდა უბრალოდ გვიმართლებდა, თავდასხმაში იყო მომენტები როცა ერთი თავდამსხმელი ბურთიანად გარბოდა ხუთი მოწინააღმდეგის ფეხბურთელის ალყაში და დანარჩენი ჩვენი მოთამაშეები ცენტრიდან ნელი ნაბიჯით მიძუნძულებდნე და ელოდებოდნენ როდის დაკარგავდა ბურთს!!! ვისაც სირბილი ეზარება სახლში წამოწვეს დივანზე!!!! ნაკრებში ის გამოიძახეთ ვინც თავგანწირვით ბოლომდე იბრძვის და თავს არ ზოგავს!!!!
ნიკოლოზი
19 ივნისი 2024 00:13
4
სანიოლმა შეცდომები დაუშვა,მამარდაშვილს არ უნდა დაეტოვებინა კარი, მწვრთნელს ამაზე უნდა მიეთითებინა,ესპანეთთან კვარაცხელიას ყვითლისა არ ოყოს,მწვრთნელები რას აკეთებენ ამ დროს? ყველა თვითნებურად იქცევა.
!
18 ივნისი 2024 23:07
8
ეგ ყველა დეტალი და ყველა შესაძლო ვარიანტი მოქმედებისა წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მატჩსმდე და ნაფიქრი და არა სპონტანურად მიღებული წამებში! აი რა შემთხვევაში რას ვაკეთებთ, თუ ასე წავიდა საქმე მაშინ რას ვაკეთებთ, ამან თუ ტრამვმა მიიღო მაშინ ვინ შემყავს, ის თუ გამიგდეს რა გადაწყობას ვაკეთებ და ასე შემდეგ!!! 500 სხვადასხვა ვარიანტი უნდა გათვალოუოველი თამაშისას წინასწარ და მერე არ უნდა გქონდეს მსგაზე საფიქრალი! მეორეც თამაშის ბოლოს იმ გადმოვარდნილ ბურთს რო ვერ საამუშავებ როცა იცი რომ კარები ცარიელია და მეტოქე წაგართმევს და გოლი მოყვება ნაკრებში არ უნდა ითამაშო კაცმა, მითუმეტეს შენსა და მოწინააღმდეგეს შორის 5 მეტრი როცაა!!!
ფეოლა
19 ივნისი 2024 09:37
1
ბიჭებმა მაგრად ითამაშეს და სანიოლმა წააგო აი ლოგიკა მითუმეტეს იურისტის ვერაფერს იტყვი
paata
18 ივნისი 2024 22:57
11
მართალს ამბობს ეს ადვოკატი.
Status quo
18 ივნისი 2024 22:45
8

სიახლეები პოპულარული