"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
აუუ დაიწყეს უკვე პროფესოტრობა რა.ბიჭო ყველამ საკუთარი საქმე რომ ვაკეთოთ და მივხედოთ მას ამ ქვეყანაში, მეტი კომპეტენტურობით უკეთესი არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უფრო?მაგდენს ვერ ხვდებით განა?
გეგი
18 ივნისი 2024 22:43
29
რატომ ვკმაყოფილდებით ჩვენ ქართველები მიღწეულით? გავედით ევროპაზე და მორჩა? რატომ არ ვლაპარაკობთ შეცდომებზე? ეს არ არის ფეხბურთის თამაში და მერე გამართლება არ გამართლებაზე ლაპარაკი. კვარა შეისწავლესო? მაგაშია საქმე,რომ ვერ იყენებ იმ ძვირფას რესურს რაც გყავს და მერე რამდენი გყავს....სანიოლი ვერ ქაჩავს ასეთ დონეს,მაგრამ ნახევარზე მეტი ისეთი ფეხბეურთელებისგან შედგება რომლებსაც შეუძლიათ თურქეთის გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხონ. ტაქტიკოსი მწვრთნელი პირველი ტაიმის შემდეგ სულ სხვა გუნდს გამოიყვანდა, სანი ჩვენ მეტი გვჭირდება უნდა წახვიდე
სვანსკი
19 ივნისი 2024 10:35
5
1 თამაშით ნუ გადაწყვეტთ ყველაფერს,იღბალმა გვიმტყუნა,ამას მთელი მსოფლიო აღიარებს გარდა ყოვლისმცოდნე ქართველებისა
დათო
19 ივნისი 2024 12:22
6
აუ,იცი რას გეტყვი ზვიად? და იცით რას გეტყვით ხალხნო? შამილის ნუ გადააბრალებთ ხოლმე,ჯერ იყო და წავიდეს -წავიდესო. მერე საქართველო რომ გავიდა ფინალურ ეტაპზე, ყველა გაჩუმდით და სანიოლზე ხმას არავინ არ იღებდა. ეხლა, ისევ სანიოლია შუაში? " სიმართლე ილაპარაკეთ და სიმართლეს ჩახედეთ თვალებში" და არა მწვრთნელი,მსაჯი,ამინდი და კიდევ რაღაცა სისულელეები. P. S. ვისაც კიდევ საქართველოს წარმატება არ უხარიათ,ხომ ხვდებით რას ვიტყვი? დედამის დავუკავშირდები დეპეშა-ტელეგრამით.
თავადი
19 ივნისი 2024 01:16
8
წადი რა, შენ საქმეს მიხედე ზვიად. გამომივიდა აქ დიდი მცოდნე. სხვების არ იყოს კიდევ, ყველას რომ სანიოლზე მაგარი მწვრთნელი ჰგონია თავი. ამ სისულელეებს დაანებეთ თავი, ზოგადად სოცქსელებში, ესეც ბულინგია და ცუდად მოქმედებს ბიჭებზე. თქვენ თუ მართლა გინდათ ნაკრების წარმატება, ნუ აკრიტიკებთ და მითუმეტეს ნუ ლანძღავთ სანიოლს და ფეხბურთლებს! მათაც აქვთ ინტერნეტთან წვდომა. ეხლა მხოლოდ გაამხნევეთ, რომ დამთავრდება, მერე რამდენიც გინდათ აკრიტიკეთ
ქომაგი
21 ივნისი 2024 12:12
1
ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადვოკატი ზვიადი, რომ მისი მოსაზრება მოგყავთ აქანე? რომელი ექსპერტი იგია?
გიორგი
19 ივნისი 2024 10:54
17
ქართელები მაქსიმალისტები ვართ შედეგში და რატომღაც საქმის კეთებაში არა. ნამდვილ გულშემატკივრი ისაა ვინც წუხს ქართულ ფეხბურთზე და არა ნაკრების შედეგზე.
gogi
19 ივნისი 2024 07:27
4
ერიჰაააა
დავითი
19 ივნისი 2024 07:53
0
გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ის ცვლილებები და სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი მოხდა, სანიოლის ინიციატივა არ იყო, გარედან აიძულეს...
ალეკო
19 ივნისი 2024 16:26
12
გინეკოლოგი თუ მოგვაწვდის თავის შეხედულებას კარგი იქნება. სანიოლს სულზე მიუსწრებს.
ნიკა
19 ივნისი 2024 14:49
5
გასაგებია ყველა უნდა ჩასულიყო საჯარიმოში მაგრამ უკან ერთი ტანდაბალი ვინმე მაინც დამდგარიყო
თენგო
19 ივნისი 2024 11:52
0
არ ვიცი ზვიადი უფრო ხარ თუ კორძაძე, თუ ორივე, მაგრამ ფეხბურთი შენი თემა არ არის. გაუმარჯოს საქართველოს ნაკრებს!
ბ. დილანიშვილი
19 ივნისი 2024 11:41
9
80კი არა 180 მილიონი ღირს
კახას
19 ივნისი 2024 11:50
3

სიახლეები პოპულარული