"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
შეგვეძლო უკეთესი შედეგი, არის რესურსი მეტი გუნდურობის შეგრძნებაში,გადამწყვეტ ფაზაში.რა თქმა უნდა არა ინდივიდუალური უნარების უარყოფის ხარჯზე.
ილია
19 ივნისი 2024 00:46
1
ჩაკვე და წიტა იმიტომ შეცვალა, რომ ტაქტიკა შეცვალა. შემტევ ტაქტიკაზე გადავიდა. 4X4X2. შემდეგ საერთოდ 3X4X3 ზე გადავიდა.
მწარე
18 ივნისი 2024 22:46
7
და ამის მერე საშა ჩივაძის კომენტარი დადეთ და კლარენს ზეედორფის! ეს კაცი ვინაა ამის კომენტარი რო გვაინტერესებდეს??? აღაბეკას ბიძაშვილმაც შეაფასა გუშინ თამაში და მაგის აზრიც დადდეთ.
.
19 ივნისი 2024 15:07
3
მეც მიმაჩნია,რომ ჩაკვეტაძე არ უნდა შეეცვალა.რომ შეხედა,არ წაუვიდა თამაში კვარას,უნდა შეეცვალა და საერთოდ, დააგვიანა შეცვლა.ზივზივაძე უნდა გამოეყვანა უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში და არა თამაში ფაქტიურად დამთავრებული რომ იყო.
სანამ საჯარიმომდე არ მოვიდოდნენ თურქები,მანამდე ფაქტიურად არ ეთამაშებოდნენ,აძლევდნენ ძალიან დიდ სივრცეს,რაც იმაზე მეტყველებს,რომ დაცვით თამაშს თამაშობდნენ და მივედით კიდევაც ლოგიკურ შედეგამდე.

ტარიელი
19 ივნისი 2024 13:06
2
მართალია ეს ადუკანტი ! ჩაკვეტაძე არ უნდა გამოეცვალა ერთერთი საუკეთესო იყო და არც დაღლია და მაგარი გატეხილში იყო რომ შეცვალა @ და ქოჩორაშვილს რაც შეეხება--მამანაცოვიჩმა(ამას უკვე ცუდი გაგებით არ ვამბობ ! ოღონდ ასე გააგრძელოს თამაში და კიდევ მოუმატოს და თუ უნდა სააკაშვილოვიჩი იყოსDD)თუ ასევე ჩაატარა დარჩენილი თამაშები ამ ევროზე 100% დაესევიან ტოპ გუნდები და ვნახავთ მაგას ან ბავარიაში ან რეალში ან მილანში ან ინგლისში !
zura222
19 ივნისი 2024 12:27
4
დამშვიდდიით, ნერვებს გაუფრთხილდიით, შესაბამისად ჯანმრთელობასაც! მწვრთნელი უნდა იყოს პრინციპული, მისთვის ე.წ."ავტორიტეტი" არ უნდა არსებობდეს, თორემ ატყდება ერთი ამბავი მე გენერლის ცოლი ვაარო და მე კიდევა საყვარელიო!:)) შესაბამისად გამოვა უგემოვნო აჯაფსანდალი! თუ მოგება და გამარჯვება გსურს უნდა იმოქმედო შესაბამისად! და არა იმას უყურო ეს ავტორიტეტია და ის ვიღაცის ფავორიტიო! ეხლა რაც შეეხება თამაშს, არც თურქები წყვეტდენ ციდან ვარსკვლავებს და იმათ ფონზე რაც გამოვჩნდით კი ნახა ყველამ. და ბოლოს ე.წ. მთავრობის მამებმა და ქალაქის მერიკომ დროულად იზრუნონ და მოამზადონ გორგასლის 1 ხარისხის ორდენები!!! მარტო ღირსებისა საკმარისი არააა:)))
დორმიდონტ
19 ივნისი 2024 15:56
1
ვიცოდი და თამაშსიც ჩანდა, რომ მაგარი მომზადებული ნაკრები გვყავს, მაგარი ბიჭები არიან, კარგ ფორმაში..., ეს მწვრთნელის დამსახურებაცაა, მაგრამ გუშინდელი სამწუხარო მარცხიც მწვრთნელის (არჩეული ტაქტიკის გამო,რომელიც მე-2 ტაიმშიც არ შეცვალა და შეცვლებიც არასწორად განახორციელა) დამსახურებაა.
zebu
19 ივნისი 2024 11:43
0
ეს ვინაა საერთოდ??
გელა
18 ივნისი 2024 22:52
13
სამწუხაროდ სანიოლიმ წააგო ეს თამაში დროა დაცვა შეიცვალოს და მართლა ათამაშეთ ვისაც შეუძლია და სკამზე ყავს დამჯდარი,მწვრთნელმა ამდენი შეცდომები არ უნდა დაუშვას რახდება,აზაროვი საზანოვი დატოვა ვინც წაიყვანა ვისაც შეუძლია დაცვა სკამზე ყავს შეცვლა არ გააკეთა,11 კაცით დაცვაში ყოფნა გაგონილა როდემდე ეს უსამართლობა დაგვაწყდა ნერვები ისედაც არა გვაქ.ბიჭებს მადლობა თავგანწირისათვის დამთავრებული არაფერია წინ გამარჯვებისკენ,იმედია გამუასწორებს სანიოლი
ბუხუტი
19 ივნისი 2024 17:10
9
ბიჭებს რომ არ ებრძოლათ სტადიონი რომ არ დანგრეულიყო დინამოზე და პენალტებში ანუ ლატარეაში რომ არ გაგვმართლებოდა რას დაწერდით სანიოლზე? ყველა ფეხბურთის მცოდნე უკეთესი მწვრთნელი იქნებოდა ვიდრე ეს. სანამ გოლს გაგვიტანდნენ ასე უნდა გვეთამაშა? ვინმე ტურნირზე თამაშობს ასეთ 11 კაცით დაცვაში ფეხბურთს. არ გვიდევს გენებში ეს დაცვაში დგომა და შემადგენლობით გრანდებს თუ არ ჩავთვლით ერთ ერთი უძლიერესი გუნდი გვყავს და რატო არ ვთამაშობთ რაც ვიცით და გამოგვდის? არც იმათი მესმის ასე რომ არა დაიღლებიანო და თუ კლუბებში არ იღლებიან აქ რატომ უნდა დაიღალონ. ბიჭებს კი მადლობა დაგლიჯეს რამდენჯერაც მწვთნელმა ნება დართო ფეხბურთი ეთამაშათ
მართალი
19 ივნისი 2024 00:31
9
ფეხბურთი როგორ იცის ამან ეგ არ ვიცი მაგრამ შემწვარ გოჭს ნაღდად გავს :))))))
Kata
18 ივნისი 2024 22:39
25

სიახლეები პოპულარული