"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
მამარდას წინ წასვლა კი არ იყო შეცდომა პროფსირ, გადმოვარდნილი ბურთი ალთუნაშვილმა რომ დაკარგა ის! ტაქტიკა კონტიგენტის მიხედვით ოპტიმალური იყო; მაღალ პრესინგს ჩვენ ვერ ვახერხებთ, ბუდუ ბურთის ამომტანი არაა... ხვიჩას ყოველ წუთს შეეძლო რაღაც ექნა, ის ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა სხვებისთვის ...
იულონი
19 ივნისი 2024 12:51
1
ალთუნაშვილმა რა და რატომ დაკარგა ამაზე არ მიდის კამათი პროფსირ! როცა გატანილ/გაშვებული ბურთების რაოდენობა ძალზე მნიშვნელოვანია, მეკარის მოწინააღმდეგის საჯარიმოში ყოფნაა ძალზე გაუმართლებელი, რისკი კი იმაზე ბევრად მეტი ვიდრე მეკარის გატანილი გოლის ალბათობა!
გიორგი
19 ივნისი 2024 15:47
2
წიტას ნაცვლად შენგოლია უნდა ყოფილიყო, კვარა გაეყვანა და მის პოზიციაზე ჩაკვე გადაეყვანა, გამოთავისუფლებულ ცენტრსი, სემტევი ზივზივაძე. მარჯვენა გარემარბის ადგილზე კი გოცოლა ან საბა. თამაში მოგებული იყო, რად უნდა ამას ბევრი ბჭობა. როცა ამას არ აკეტებ, ან კომპეტენცია არ გყოფნის, ან შეტქმულებასააქ ადგილი, ნებისმიერი რამ ჩაიტვლება შეთქმულებად, გაყიდვააა, პოლიტიკაა და რაც გნებავთ. რატომ ვფიქრობ ასე? როცა წინასწარვე აანონსებ რომ წარმატება მიღწეულია ევროპაზე გასვლით, და თუ ვერ მოვიგებთ ჯგუფის თამასებს არაუშავს და ესეც წარმატებაა, სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობ
ლევან მაღლაკელიძე.
19 ივნისი 2024 11:03
7
წიტამ და კვარაცხელიამ რაც გააკეთა მაგის 10% მაინც რომ გააკეთოს თქვენ და თქვენთან ოჯახმა, საქართველო აყვავდება. არ შეიძლება ესეთი კრიტიკა ბიჭების,წიტას რაც შეეძლო მაგ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთა. მიდიოდა შეტევაზე ქმნიდა საშიშ მომენტებს. იღბალმა გვიმტყუნა მაგრამ ყველაფერი წინ არის.
ჯეკო
19 ივნისი 2024 12:20
3
სამწუხაროდ დადგა ის მომენტი როცა კიტეს ტრავმის შემდეგ შემცვლელი საძებარი გახდა, არადა კიტე, ჩაკვე და კვარფაცხელია, კიდე არაბიძე აღარ არის საჭიროო....,
ასევე მარცხენა ფრთა, აზაროვის არ წაყვანა........
თენგო
19 ივნისი 2024 10:33
3
Netai advokaturashic egetive kompetenturia es batoni?
Sergo
19 ივნისი 2024 06:01
9
ვეთანხმები, სანიოლმა წააგო. თურქეთთან და ჩეხებთან მხოლოდ პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ.
ამო
19 ივნისი 2024 14:49
3
Es kvaracxelia moagvaret !!!!!!!!! Ra unda gaiget
Gocha
19 ივნისი 2024 10:48
7
ქოჩორა მართლაც იმსახურებს კარგ გუნდს. ზოგადად ბიჭებმა ყველაფერი დადეს და მადლობა ამ თავდადებისთვის. კვარას ხასიათი არ აქვს ძლიერი, როგორ ვთქვა არ ვიცი, უფრო სწორად რომ ვთქვა, ამპარტავანი ფეხბურთელია და მაქსიმუმს როცა ვერ დებს, მაგრად აჭრება ხოლმე ფსიქოლოგიურად და საერთოდ აღარ მისდის ხოლმე თამაში. ქოჩორა კარგი თვისებების ფეხბურთელია, გაწონასწორებული, დისციპლინირებულიც.
წინ ორი თამაში გვაქვს!
ისე ძლიერი ცენტრი როგორ გვჭირდება, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი, ჩემის აზრით შეიძლებოდა კანკავას მეორე ტაიმში გამოყვანა, მაგრამ ევროპაზეც არ წიყვანა სანიოლმა! საერთოდ სანიოლი თუ არის გაგებაში, ვეტერან ფეხბურთელს რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ნაკრების წინაშე, მაგრად ატკინა გული
იკა
19 ივნისი 2024 01:15
15
იკა-ს

იკა გაიღვიძეე? კანკავამ თვითონ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, რა შუაშია სანიოლი ან სხვა ვინმე? კვარაზე გეთანხმები.
G.LA
19 ივნისი 2024 03:14
1
მართალი ხარ ჯიგარ კანკავასთან ერთად ხურცილავა და ძოძუაშვილი გაუვალი დაცვა იქნებოდა.
sss
19 ივნისი 2024 09:22
0
ყველა გამოხმაურება
მარტო კვარამ რა ქნას, არც პასის მიმცემი ყავს და არც მიმღები,
ლევანი
18 ივნისი 2024 23:05
52
შენ საერთოდ თამაშს უყურე?
)))
18 ივნისი 2024 23:30
5
პასი თვითონ უნდა მოძებნო, პასმა კი არ უნდა მოგძებნოს ფეხბურთელი! მეორეც --- ბურთთან 4 მეტრში როცა იყო ხოლმე თურქი და მეტრნახევარში ქართველი რატომ ხდებოდა რომ თითქმის ყოველთვის თურქი ასწრებდა ბურთზე მისვლას ქართველს? ჩვენები ეია ბრძოლაში არ შედიოდნენ არსსდროს! განსაკუთრებით პირველ ტაიმში!!!
ნიკოლოზი
19 ივნისი 2024 09:31
0
ჰო კვარაცხელია რომ შეეცვალა თამაშს აუცილებლად მოიგებდა არა? და რომ შეეცვალა და წაეგო მერე რაღას იტყოდი. ან შეცვლაზე შემოსულმა რომელმა ფეხბურთელმა გაამართლა და კვარაზე ან სხვაზე უკეთესად ითამაშა? ამ თამაშმა რეალობაში დაგვაბრუნა მეც და ალბათ ბევრი სხვაც. სუსტი დაცვა, ფიზიკურად მოუმზადებელი ნახევარდაცვა.ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში მამუჩაშვილი.
ალექს
18 ივნისი 2024 22:51
37
ფეხბურთს უყურეთ და მერე ისაუბრეთ. ხვიჩასთვის პასის მიღების მომენტებს დააკვირდით, მის წინ რამდენი ფეხბურთელი დგება და თუნდაც უბურთოდ, ოდნავ სახიფათო ზონაში გადაადგილებისას 3 მეტოქე რომ დასდევს. საერთოდ, რაგგონიათ, ან რას ელით, ნახევარ გუნდს მოატყუებს და გაიტანს? საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის ნაკრებებს, თუნდაც სხვებს რომ ბევრად ცნობილი ვარსკვლავები ჰყავთ, რა გააკეთეს ისეთი, რომ აღფრთოვანდით და ემოციები ვერ დამალეთ? ხვიჩა მისთვის დაკისრებულ ფუნქციას კარგად ასრულებს. ჯადოქარი არ არის, არც მეტოქეებია რამით ნაკლები. წარმატება საქართველოს ნაკრებს
შენგელია
24 ივნისი 2024 16:56
0

სიახლეები პოპულარული