"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
კანონებზე ფეხბურთელებს ვკითხოთ აზრი, ფეხბურთზე - იურისტებს და სოფელიც აშენდება!
ნიკა
25 ივნისი 2024 19:36
0
ფეხბურთს უყურეთ და მერე ისაუბრეთ. ხვიჩასთვის პასის მიღების მომენტებს დააკვირდით, მის წინ რამდენი ფეხბურთელი დგება და თუნდაც უბურთოდ, ოდნავ სახიფათო ზონაში გადაადგილებისას 3 მეტოქე რომ დასდევს. საერთოდ, რაგგონიათ, ან რას ელით, ნახევარ გუნდს მოატყუებს და გაიტანს? საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის ნაკრებებს, თუნდაც სხვებს რომ ბევრად ცნობილი ვარსკვლავები ჰყავთ, რა გააკეთეს ისეთი, რომ აღფრთოვანდით და ემოციები ვერ დამალეთ? ხვიჩა მისთვის დაკისრებულ ფუნქციას კარგად ასრულებს. ჯადოქარი არ არის, არც მეტოქეებია რამით ნაკლები. წარმატება საქართველოს ნაკრებს
შენგელია
24 ივნისი 2024 16:56
0
ზერელე და უსაფუძვლო კომენტარია, ბატონო კორძაძევ! საჯარიმოში მას 2-3 მცველი ხვდება, რადგან ერთს უმეტეს შემთხვევაში იოლად ჯაბნის. ამ დროს ჩვენს სხვა ფეხბურთელს ეხსნება სივრცე საგოლე მომენტისათვის! ელემენტარულია!
დო მაჟორი
22 ივნისი 2024 11:47
0
წადი რა, შენ საქმეს მიხედე ზვიად. გამომივიდა აქ დიდი მცოდნე. სხვების არ იყოს კიდევ, ყველას რომ სანიოლზე მაგარი მწვრთნელი ჰგონია თავი. ამ სისულელეებს დაანებეთ თავი, ზოგადად სოცქსელებში, ესეც ბულინგია და ცუდად მოქმედებს ბიჭებზე. თქვენ თუ მართლა გინდათ ნაკრების წარმატება, ნუ აკრიტიკებთ და მითუმეტეს ნუ ლანძღავთ სანიოლს და ფეხბურთლებს! მათაც აქვთ ინტერნეტთან წვდომა. ეხლა მხოლოდ გაამხნევეთ, რომ დამთავრდება, მერე რამდენიც გინდათ აკრიტიკეთ
ქომაგი
21 ივნისი 2024 12:12
1
ადვოკატმა თუ გააკეთა კომენტარი, უტყუარი იქნება. ხვიჩას არ ჰყავს თავისი კლასის თანაგუნდელები, რომ უფრო მეტად შეუწყონ ხელი.

"კვარას ხარჯზე გამოჩნდნენ ეგენი, მუდამ 2-3 კაცი ჰყავდა ფეხზე და სივრცეები კვარას ხარჯზე გვქონდა. თურქებმა შეტევებით ცენტრიდან აგვიკლეს, სადაც ქოჩორას და ჩაკვეს სივრჩე იყო და 2 გოლიც მაქედან გავიდა" ერთი ახლობლის აზრი დააკომენტარე.
წესიერად ვერც პასი მიაწოდეს ხვიჩას, ვერც გამოიყენეს განსაკუთრებით ბოლოში მისი ჩაკიდული ბურთი, თავადაც ცოტა ფრთხილად თამაშობდა, ცოტა ჟილკა აკლდა,რამოდენიმეჯერ აართვეს ბურთი, მაგრამ რასაც წერენ ხვიჩაზე, სრულიად არ ვეთანხმები
ხათუნა
20 ივნისი 2024 17:25
3
ხათუნამ თუ გააკეთა კომენტარი უტყუარი იქნება )
როგორც ეშმაკს ჯვარის, ისე გეშინიათ სიმართლისა და აზრის!
გია_544
22 ივნისი 2024 11:43
3
სამწუხაროდ სანიოლიმ წააგო ეს თამაში დროა დაცვა შეიცვალოს და მართლა ათამაშეთ ვისაც შეუძლია და სკამზე ყავს დამჯდარი,მწვრთნელმა ამდენი შეცდომები არ უნდა დაუშვას რახდება,აზაროვი საზანოვი დატოვა ვინც წაიყვანა ვისაც შეუძლია დაცვა სკამზე ყავს შეცვლა არ გააკეთა,11 კაცით დაცვაში ყოფნა გაგონილა როდემდე ეს უსამართლობა დაგვაწყდა ნერვები ისედაც არა გვაქ.ბიჭებს მადლობა თავგანწირისათვის დამთავრებული არაფერია წინ გამარჯვებისკენ,იმედია გამუასწორებს სანიოლი
ბუხუტი
19 ივნისი 2024 17:10
9
გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ის ცვლილებები და სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი მოხდა, სანიოლის ინიციატივა არ იყო, გარედან აიძულეს...
ალეკო
19 ივნისი 2024 16:26
12
საქართველოში ფეხბურთი ის თემაა, რომლის გულშემატკივარიც „გინეკოლოგი“ არასდროს ყოფილა! ბატონ კორძაძეს ალბათ ბევრი დაეთანხმება. ყველა მოვლენას თავის მიზეზი აქვს და „არაგინეკოლოგმა“ მწვრთნელებმა რომ წაგებული მატჩის კომენტირებისას მეტი პროფესიონალიზმი და არ არაფრისმომცემი დიპლომატია გამოავლინონ, უკეთესი მგონია!
გიორგი
19 ივნისი 2024 15:37
2
და ამის მერე საშა ჩივაძის კომენტარი დადეთ და კლარენს ზეედორფის! ეს კაცი ვინაა ამის კომენტარი რო გვაინტერესებდეს??? აღაბეკას ბიძაშვილმაც შეაფასა გუშინ თამაში და მაგის აზრიც დადდეთ.
.
19 ივნისი 2024 15:07
3
გინეკოლოგი თუ მოგვაწვდის თავის შეხედულებას კარგი იქნება. სანიოლს სულზე მიუსწრებს.
ნიკა
19 ივნისი 2024 14:49
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული