"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ აღნიშნული შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რამაც ქომაგთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით, ბუდუს მამა, კახა ზივზივაძე გამოეხმაურა.

იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან..
მკითხველის კომენტარები / 67 /
საიდან მოგაქვთ ეს აზრები, სანიოლი რომელიც ბაიერნში თამაშობდა, საფრანგეთის ნაკრებში და თან ძირითადის კაცი, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული, მეტი საქმე არაა აქვს ეხლა რომ კობის და კალაძის ჭკუაზე იაროს. რა შუაშია ეხლა კობი და კალაძე ხომ საერთოდ. პოლოტიკურიო და ა.შ. მიშას დრო წავიდა ჯიგრებო, ოჯახებს რომ ემუქრწბოდნენ, გაიხსენეთ თუნდაც ნემსაძის ამბავი, დღეს სულ სხვა დროა
ქომაგი
22 ივნისი 2024 21:05
34
რა სულ სხვა დროა, მართლა ნამუსი აღარ არი? იგივე და უარესი დროა. სამწუხაროდ.
4444
22 ივნისი 2024 21:13
29
გასაოცარი დემოკრატია ხო?
III
22 ივნისი 2024 21:30
11
ყველა გამოხმაურება
რეალურად გგონიათ რომ კობიაშვილმა მოთხოვნის დონეზე უთხრა სანიოლს რომ ბუდუ ამ მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და მინდორზე არ შეუშვაო, ასეთი სისულელე როგორ უნდა მოგივიდეს ნორმალურ ადამიანს თავში, სანიოლს ძალიან აღელვებს ეხლა ბუდუს პოლიტიკური შეხედულებები, თავის პრესტიჟის ამბავია რაც კარგად ითამაშებს გუნდი და მეტ ქულას აიღებს, სამომავლოდ უფრო სერიოზულ კარიერას შეიქმნის, ჩვენ ვინც გარედან ვუყურებთ ნაკრებს არა მგონია იმაზე ბევრი ვიცოდეთ ვიდრე სანიოლმა რომელიც ყოველდღე დღეში ორჯერ უყურებს ბიჭების ვარჯიშს
მამუკა
22 ივნისი 2024 21:58
31
გეთანხმები მეგობარო. ბუდუ მართლაც მშრომელი და კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა მიქაუტაძის ან კვარას დონის, ან თუნდაც დავითაშვილის, და საერთოდ არ ვთვლი ძირათადის მოთამაშედ. რაც შეეხება კობის თემას, ადამიანის რომლის კარიერის დიდი ნაწილი გერმანიის ჩემპიონატს არ გაცდენია და იცის ევროპაში როგორ ხდება შენება ფეხბურთის და ამავ დროულად ერთ ერთი კანდიდატია ჩეფერინის შემცლელად, ამას მე არ ვიგონებ, ამას ევროპული პრესა წერს, აბრალებენ ესეთ სისულელეს, თითქოს ნაკრების მწვრთელის საქმეში ერეოდეს, ამის გარდა ისიც დასაფასებელია რომ მისი ხემძღვანელობის დროს 2019-2020 წლიდან ნაკრები სახელმწოფოსგან აღარ ფინანსდება, ეს სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა, ასევე მისი და მისი შეკრული გუნდის მუშაობის დამსახურებაა ქართული ფეხბურთის წინ სვლა და მაგიტომ ვართ ეხლა იქ სადაც ვართ, მაგრამ ამას დანახვა და მადლიერების გამოხატვა ჭირდება. ისე უმადური კაცი არც ადამიანს და არც ღმერთს არ უყვარს
ქომაგი
22 ივნისი 2024 22:55
12
ყველაფერი სავარაუდოა მეგობარო, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს იმ ხალხისგან ვინც ყველაფერს აკარგვინებს ხალხს
გიოო
22 ივნისი 2024 22:57
21
ყველა გამოხმაურება
კი ბატონო არაა რეპრესირებული პოლიტიკურად. მაშინ ვინმემ აქ კომენტარებში ამიხსენით ქვილითაია რატო შემოიყვანა იმ ერთ კუთხურის გულისათვის? ბუდუზე კარგად გააძლიერა ქვილითაიამ თავდასხმა? 2 თამაში 20 წ დრო არ გამოინახა ბუდუსათვის? მოგყვებით რომ მიქაუტაძე ჯობია და რა მერე 90 წ შეუძლია ჟორჟს დასვენებულ ბუდუზე უკეთესი იყოს? ქვილითაია შეეხო საერთოდ ბურთს ვინმემ დაინახეთ? სირცხვილია ასეთი დაბრმავება ქომაგების და ეს ყველაფერი ფედერაციიდან მოდის. ფუი თქვენი პოლიტიკის დედაც…..))
G.LA
22 ივნისი 2024 20:57
34
მესმის რომ იმ ყველაფრის ფონზე რაც ამ ევროს წინ უსწრებდა( თუნდაც ეს მამის განცხადება რაც მე პურადად არასწორი მგონია) მართლა შეიძლება კაცმა იფიქროს რომ რაღაცა შეთქმულებას აქვს ადგილი… მაგრამ იმას რატო არ ფიქრობთ რომ რა მონახაზითაც გეგმავს თამაშის წარმართვას მწვრთნელი იმის განსახორციელებლად საჭირო ფეხბურთელებს აყენებს ძირითადში, შესაძლებლობებს კიდე ვარჯიშებზე ხედავს სანიოლი და არაა ალბათ ბუდუ ისეთ ფორმაში რომ სხვაზე მეტად იმსახურებდეს თამაშს, ბუდუ რომ ძირითადის ფეხბურთელი არ იქნებოდა ეგ ყველამ ვიცოდით და არცაა გასაკვირი, მეორე ბუნდესლიგის გუნდში რომ ვერ დაიმკვიდრებ ძირითადში ადგილს ესე იგი არაა სუსტ გუნდებთან გოლების გატანა საკმარისი, მიუხედავად სეზონის ბოლოს ძალიან მაგარი სტატისტიკისა მაინც არ ათამაშრბდნენ ძირითადში და კარლსრუეს მწვრთნელთა შტაბიც ქოცები ყოფილან ხოო? დაანებეთ თავი ამ შეთქმულების თეორიებს, გავამხნევოთ ბიჭები და სტიმული მივცეთ რომ უფრო მეტი მოტივაცია ქონდეთ, მთლად რომ ასინპროცენტით ვიყოთ დარწმუნებული რომ ეგრეა ამ ეტაპზე მაინც უნდა შევიკავოთ თავი იქნება და გავძვრეთ რამენაირად პლეიოფში და თუ რამე არასწორი ხდება ეგ არ დაიმალება და მოვა დრო პასუხისგების ყველას თუკი ვინმე მაგნაირ სიბინძურეს კადრულობს.
დათო
22 ივნისი 2024 22:32
8
დათოს
სანიოლმა ბუდუზე კომენტარი თვითონ გააკეთა, ამიტომ მიუღებელია ეს კომენტარი და ახსა. მან კითხვაზე უპასუხა რომ ბუდუმ შრომა უნდა განაგრძოს და რომ ამ ეტაპზე ჟორჟი სჯობს. მაგრამ როდესაც ჟორჟის ნაცვლად შემოყავს ქვილითაია საერთოდ გაუგებარია აზრი თუ არა რამე სხვა ქვეტექსტები შეთქმულება) ბუდუს წინააღმდეგ.
G.LA
23 ივნისი 2024 01:27
3
ბუდუ თუ პოლიტიკური ნიშნითაა,ქოჩორაშვილი,ქვილითაია,ჩაკვეტაძე და კიდე ბევრი რატომ თამაშობს?
გუშინ თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე,კიდე უფრო გულმოდგინეთ განაგრძოს ვარჯიში და თავის შანს მიიღებსო.
არავის არ ვამართლებ და პირიქით ვფიქრობ,რომ მინიმუმ 20-20 წუთი მაინც ეკუთვნოდა,მაგარამ იქნებ არ მოსწონს ამ მომენტში რაღაც მასში....
Simo326hj
22 ივნისი 2024 20:44
16
ფუი. 10 წუთი დრო ვერ გაიმეტა აქ რაღაც სხვა ამბავია
გრიგოლი
22 ივნისი 2024 21:16
18
აუ კიდე კაი საკუთარი აზრი გამოთქვი თორე რა გვეშველებოდა:))))))))))
Nikala
22 ივნისი 2024 21:31
16
ვკითხულობ კომენტარებს და გული მერევა ფუი თქვენ( ნაწილს რათქმაუნდა) მართლა ასე უმადური და ყრუ ერივართ??? აქამსე სანიოლი გმირი იყო ეხლა.... ან კობიაშვილს რას ჩიჩქნით ეგრომარა კიიცით სადაც ვიქნებოდით...პირველად გავედით ევროპაზე და მგონი ჩემპიონობას ითხოვთ...მადლობა ჩემგან ბიჭებს და მთელ კოლექტივს დარწმუნებული ვარ ჩვენ ეტაპობრივად წინ წავიწევთ თუ გვაცადეს რათქმაუნდა ...
SOS
23 ივნისი 2024 00:18
7
გავანებოთ ამ უმადურებს თავი. ფინალშიც რომ გავიდეთ და იქ წავაგოთ ესენი მაინც საზიზღრობებს დაწერენ. მე პირადად კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. პირველი დიდი ფორუმია ჩვენი და მთლად შედეგებით არ უნდა ვიმსჯელოთ. თუ მაინც გასვლაზე გვაქ საუბარი ვიმედოვნოთ პორტუგალია მერვედფინალისთვის ძალებს დაზოგავს და შანსიც გვექნება. თუ ასე არ მოხდა და ვერ გავედით არც ეგ იქნება ტრაგედია. უბრალოდ გაიაზრეთ და დატკბით იმით რომ საქართველო ევროზე თამაშობს. წლების წინ ეს მხოლოდ ოცნება იყო პერსპექტივის გარეშე. გენაცვალეთ ბიჭებო მაგრები ხართ. დიდება საქართველოს.
SOS_ს
23 ივნისი 2024 01:25
4
თუ გული გერევათ, WC. პირველად კითხულობთ ალბათ კომენტარებს გმირი კიარა აზრზე არაა. ჩემპიონობას არა ლოგიკურობას, პროფესიონალიზმს და აპოლიტიკურ ნაკრებს ვთხოვთ, რისი შანსიც ნულია სამწუხროდ!
ემიგრქნტი
23 ივნისი 2024 01:16
14
რა რეპრესიები საიდან ამდენი ანალიტიკა :))))))))) იმიტომ არ ათამაშებენ, რომ მიქაუტაძე ჯობია!! არანაირი კითხვის ნიშანი მიქაუტაძე ჯობია თუ ბუდუ არ არსებობს!! ბუდუსაც ექნება თამაშის შანსი და იმედია კაათ ითამაშებს!! თუმცა ახლა მიქაუტაძე ერთი თავით მაღლა დგას ბუდუზე!!
Pepelu
22 ივნისი 2024 20:39
24
დღეს მიქაუტაძე თავის პოზიაზე უდავოდ საუკეთესოა, მაგრამ ქვილითაიას ნაცლად ალბათ ჯობდა მისი გამოყვანა, თუმცა ისიც ნათელია, რომ უნდა ყველას მიაღებინოს მონაწილეობა და ჩართოს თამაშში, შემდეგ მატჩში სიგუასაც მისცემს შანსს.
ზაკო
22 ივნისი 2024 20:55
6
ბუდუს ვინახავთ პორტუგალიის გასაგიჟებლად! ნახავთ რონალდო თავის 7 ნომერ მაისურს გაცუვლის და გადაეხვევა ჩვენს ჟილკიან ბომბარდირს.
ყველა ჩვენ ცენტრფორვარდს გვერდში ვედგივართ მიქას, ბუდუს, ქვილითას !
დაირაზმე საქართველო და მაგარა დაუდექი პორტუგალიას!
გია_544
23 ივნისი 2024 01:52
4
სად ბანაობთ
ნუ ბანაობთ!
26 ივნისი 2024 11:35
0
ეს კითხვა ეკუთვნის კრახი კაკაძეს და კობიაშვილს
!!
22 ივნისი 2024 20:09
30
ნეტა პირველად როდის გაიგე ფეხბრთელ ბუდუ ზივზივაძის შესახებ ?
-
23 ივნისი 2024 00:23
2
Ბუდუს ვენაცვალე მაგრამ გაიგეთ რომ მიქაუტაძე ულაპარაკოდ უფრო მაღალი დონის ფორვარდია، თან როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად ვთამაშობთ
Გიო გოგი
23 ივნისი 2024 11:52
7
კობიაშვილს კითხეთ რატომ არ თამაშობს ბუდუ.
555
23 ივნისი 2024 12:35
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული