შიკი: მეტოქეს ვაჯობეთ, საქართველოს ნაკრები მამარდაშვილმა გადაარჩინა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, ჩეხებიდან კი ანგარიში პატრიკ შიკმა გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩეხეთის ნაკრებისა და "ლევერკუზენისა" ფორვარდმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა გამარჯვებას ვიმსახურებდით. უკეთესად ვითამაშეთ, მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ პირველ ტაიმში საკუთარი გუნდი გადაარჩინა. გოლი ფაქტობრივად გასახდელში გავუშვით.

არ გაგვიმართლა, თუმცა შეტევები გავაგრძელეთ. ბოლოს სულელური შეცდომა დავუშვით და კინაღამ დავისაჯეთ. ყველაფერი თურქეთთან, ბოლო ტურში გადაწყდება",
- განაცხადა შიკმა.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.

altივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

altვილი სანიოლი: ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ - ეგებ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშოთ

მკითხველის კომენტარები / 21 /
ტრენერი როგორ ჰყავთ ნეტა...რამდენს ტრაბახობდა მამარდაზე...რაო..შემთხვევიტ მხარზე მოხვედრილი ბურთი გაიტანეთ...ისიც ვერ მიხვდა ტიპი გოლი რომ გაიტანა...რაღაც დაბალი წარმოდგენის იყო ბიჭი...და იტლიკინე აწი ისევ....მატჩის საუკეტესო მოთამაშე მამარდაა..აქვე ამ ემპიონატის ორ ტურის საუკეტესო მეკარეა კიდევ
ბუჯანგა
22:24 22-06-2024
3
მაგრად კი გადაგვირჩით.
Რეზო
22:51 22-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული