საქართველოს ნაკრებიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, ჩეხებიდან კი ანგარიში პატრიკ შიკმა გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ჩეხეთის ნაკრებისა და "ლევერკუზენისა" ფორვარდმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა გამარჯვებას ვიმსახურებდით. უკეთესად ვითამაშეთ, მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ პირველ ტაიმში საკუთარი გუნდი გადაარჩინა. გოლი ფაქტობრივად გასახდელში გავუშვით.
არ გაგვიმართლა, თუმცა შეტევები გავაგრძელეთ. ბოლოს სულელური შეცდომა დავუშვით და კინაღამ დავისაჯეთ. ყველაფერი თურქეთთან, ბოლო ტურში გადაწყდება",
შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.
ივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა
ვილი სანიოლი: ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ - ეგებ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშოთ