"ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ესაა..." - რას აცხადებს ნიკა გვარამია?

AutoSharing Option
პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შესახებ წერს.

"ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ სრული სერიოზულობით ვიფიქრებდი იმაზე, რომ პორტუგალიას შეიძლება მოვუგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი.
სინამდვილეში, ეროვნულ მენტალობაში ეს გარდატეხა მგონია ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე

ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

alt"რატომ გადავიდა ეს კაცი სრული თვითგანადგურების რეჟიმში?" - ნიკა გვარამია ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება

altნიკა გვარამიამ კრიშტიანო რონალდოს დასცინა [PHOTO]

alt "სამარცხვინო, დაბეჩავებული, გაუბედურებული" - ნიკა გვარამიამ ქართული ფეხბურთი წლის სირცხვილად დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 42 /
პრობლემები ქართულ ფეხბურთში გუშინ არ დაწყებულა, სწორედ გვარამიას დროს დაიწყო პრობლემები მაგრამ მაშინ ამის გამოსვლა არავის ახსოვს,ალბათ არც გამოვიდოდა,როცა მის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძვირად ღირებული მწვრთნელები ჩამოყავდათ მაგალითად კუპერი, რომელმაც ერთი თამაში ვერ მოიგო და სტადიონებს კი ანგრევდნენ ფოთში, ზგდიდში, ბათუმში, აღარ მახსენდება კიდევ სად და სად, ახლა ატკივდა ამას ქართული ფეხბურთი დავიჯერო მე არ მჯერა ამის.ამის ნათქვამები კი სულ სხვა კონტექსტიდან ითარგმნება მიმხვედრი მიხვდება,ფეხბურთის პრობლემებზე ვეტრანებმა და ფეხბურთში კარგად ჩახედულმა ხალხმა უნდა ილაპარაკოს .

Გაბო
23 ივნისი 2024 12:02
17
ბათუმელ ექსპერტს!!! საინტერესო აზრი დააფიქსირე! ისე ეს ახალი სტადიონიც იმ ტრიბუნას ხომ არ მიაშენეს მერე?! ხოლო დანგრეული სტადიონების სია თუ გაინტერესებს გაგახსენებ ერთ ლამაზ, ბალახის საფარიან სტადიონს თბილისში, ქალაქის ცენტრში ავლაბარში "სკა" სტადიონს რომ უძახდნენ, მერე იყო კორტები, ვაზაგაშვილის დახვრეტის მემორიალი ნერვებს რომ უშლიდა მიშას ის ადგილი მიწასთან გაასწორა და იუსტიციის სახლი ააშენა, კიდევ ბევრ ჩამოვთლი მაგრამ გასახსენებლა ესეც საკმარისია
ზაკო
24 ივნისი 2024 04:02
0
ბათუმის ზღვისპირა სტადიონი დაანგრიეს... ბათუმის დინამო საერთოდ არ არსებოდა 10 წელო.. ან რა ნახევარი ტრიბუნა, ასლანის დროს სელტიკმა ითამაშა მაგ სტადიონზე.. ბულდოზერები რომ მიაყენეს და დაანგრიეს დაგავიწყდათ? ნუ ცვლით ყველაფერს ისე, როგორც გინდათ..
ზურა
23 ივნისი 2024 13:19
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული