"ჩვენი სკოლის მიმდევარია, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" - კავაზაშვილმა მამარდაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

კავაზაშვილის თქმით, "მამარდა" უფრო ძველი სკოლის მიმდევარია და ისე თამაშობს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები აკეთებდნენ.

- როგორ შეაფასებდით მამარდაშვილის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?
- რა შეგვიძლია მასზე ვთქვათ? მან უკვე ყველაფერი თავად თქვა. ყველა მატჩში ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად, ევროპულ სტილში გამოიყურება, ან სიმართლე რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირის სტილში. ის ჩვენი სკოლის მიმდევარია. საკუთარ საჯარიმოში შეცდომებს არ უშვებს და სულელურად არ თამაშობს მაშინ, როცა მის წინ
რამდენიმე მეტოქეა.

მცველს პასს მაშინ აძლევს, როცა თანაგუნდელი თავისუფალია. ასე რომ, ის ჩვენი სტილისაა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები სწორედ ასე თამაშობდნენ. ვფიქრობ, ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მამარდაშვილი აუცილებლად მოხვდება ტურნირის საუკეთესო სამ გოლკიპერს შორის", - განაცხადა კავაზაშვილმა KP Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ამ დროისთვის ევროზე საუკეთესო მეკარე მამარდაშვილია, მაგრამ..." - კავაზაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ

alt"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

altანზორ კავაზაშვილი: საქართველოს ნაკრები ელიტას უახლოვდება

მკითხველის კომენტარები / 41 /
ამ ოკუპანტის აზრს რატო გვიზიარებთ?
zaza
13:05 28-06-2024
10
კავაზაშვილი არ მიმაჩნია ქართველ ფეხბურთელად, იმისთანა მაიმუნობები აქვს ნათქვამი ჩვენს ფეხბურთზე და ქვეყანაზე, სრულიად დაკარგული აქვს ჩვენი პატივისცემა!
ანზორ, მიხედე შენს რუსულ ფეხბურთს, გვიყურე შორიდან და ყლაპე ნერწყვი!
ავთო
14:30 28-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული