შთამბეჭდავი მაჩვენებელი - რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა, "ჯვაროსნების" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, "მამარდამ" ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.

გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა, რუსეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ,
წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სულ მალე დატოვებს. "ღამურები" ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

altესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

altგიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს - ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ

altმამარდაშვილი FourFourTwo-მ მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარეთა შორის შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 11 /
და რა არის აქ გასაკვირი ან კარგი? მარტო ესპანეთმა 36-ჯერ დაგვირტყა კარში. რაც მეტს დაურტყამენ, უფრო მეტი სეივი დაუგროვდება გიორგის. ეს მხოლოდ გუნდის სისუსტეზე მეტყველებს. წარმატებები გიორგის. ნამდვილად უკეთეს დამცველებს იმსახურებს ნაკრებში, რომ მაგდენი არ უბრახუნონ ჩვენს კარში.
გაიგე ანზორი?
13:21 01-07-2024
4
როგორც ერთი მხრივ სასწაული შედეგია იმდენივე საზომით საშინელებაა დაცვის მხრივ მაგალითად ინგლისს მიუხედავად რო აგებდა ბოლოს დაარტყა მხოლოდ წესიერად ეს ხომ იყო დაცვის "ბრალი" რატომ არ შეიძლება მტელი დაცვა შეიცვალოს უარესს ხო ვერაფერს იზამენ არა
ნოდო
13:24 01-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული