"სისულელეა და მაგ ადამიანს თავი დაანებეთ" - რას აცხადებს ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძეზე?

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მან ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მას სი­ტყვა არ მის­ცა.

ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, ობო­ლა­ძე­ზე უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

"სი­სუ­ლე­ლეა და მაგ ადა­მი­ანს და­ა­ნე­ბეთ თავი. თუ ვინ­მე რამე ცუდს ამ­ბობს დი­მა­ზე, ვფიქ­რობ, რომ ბო­დი­ში აქვთ მო­სახ­დე­ლი, იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რი ეგე­თი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ზივ­ზი­ვა­ძემ. მის კო­მენ­ტარს "იმე­დი" ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთ მო­მენ­ტში, პირ­და­პირ ეთერ­ში ის­მის სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნის, კო­მენ­ტა­ტო­რის, დიმა
ობო­ლა­ძის ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბობს - "შენ არ გა­მო­დი­ხარ". ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ისე, რომ თით­ქოს­და, ობო­ლა­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ეუბ­ნე­ბო­და, სი­ტყვით არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

ამ თე­მა­ზე ვი­დეომი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა დიმა ობო­ლა­ძე­მაც.

"ახლა მოვ­რჩით სა­ღა­მოს და სქ­რი­ნებს მიყ­რი­ან, ბუ­დუს ვუ­თხა­რი მე თურ­მე, სი­ტყვას არ გაძ­ლე­ვო. ზღვა­რი ხომ აქვს ყვე­ლა­ფერს? მსგავ­სი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა, სა­ერ­თოდ არ მქო­ნია ასე­თი კონ­ტაქ­ტი ბუ­დუს­თან.

შე­იძ­ლე­ბა სხვას ვუ­თხა­რი. უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი სი­ტყვით, აღარ გა­მო­ვი­და და შე­იძ­ლე­ბა მას ვუ­თხა­რი. მახ­სოვს, მას ვკი­თხე, სი­ტყვით არ გა­მო­დი­ხარ? და (პა­სუ­ხი იყო) არა. მორ­ჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუ­დუს ვუ­თხა­რი, ხალ­ხო, რას იგო­ნებთ?!

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 71 /
ისე ბუდუ, ახლა რაღას ვიზამთ, თორემ ნაცებს რომ არ აჰყოლოდი, გამოყენებასაც ვერ მოახერხებდნენ,კიდევ ბევრჯერ გამოგიყენებენ ბოროტად, ვითომ დიდად გგულშემატკივრობენ.ასეთია ნაცის შინაგანი ბუნება.
ნინო
11:40 05-07-2024
1
ალა, ლუსული კანონი! ლატომ? იმიტოოოოოომ!
ნაცუილებს!
13:58 04-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული