"ქედს ვიხრი, მადლობა ღმერთს, ქართველი ვარ" - სოსო პავლიაშვილმა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ევროპის 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

"ქართველი ხალხი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს სიამაყის და სიხარულის ცრემლებით მიესალმა. დიდი სიყვარული და პატივისცემა ამ ბიჭებს, რადგან მათ შეძლეს ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ყველა ელოდებოდა.

ეს ქართული ფეხბურთის რენესანსია! მათთვის ვლოცულობ და ვამაყობ. ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს და ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს, როგორც ჩემი შვილები, ძმისშვილები და ოჯახი. მათ წინაშე ქედს ვიხრი. მადლობა ღმერთს, ქართველი ვარ", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

alt"პოლიტიკის

გამო, საქართველოში ხალხი მორალურად განადგურებულია, ფეხბურთი ერთადერთია, რაც..." - რას აცხადებს სოსო პავლიაშვილი

alt"ქართველებო, იზრუნეთ, რომ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის დროს ამ პოლიტიკურ მარაზმს აარიდოთ" - სოსო პავლიაშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ

altსოსო პავლიაშვილი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნეა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 50 /
რუსი ხარ რუსი შენც და შენნირებიც როგორც აქ ისე მანდ
ჯამალა
15:39 03-07-2024
14
ჩემთვის და ბევრისთვის კიდევ, შენ ქართელი არ ხარ...
გახო
15:45 03-07-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული